HEIn4 - ინსტიტუციური განვითარების პროექტი

ევროკავშირის დაფინანსებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით მიმდინარეობს ინსტიტუციური განვითარების პროექტი სახელწოდებით: "საქართველოსა და უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით" (HEIn4). 
 
პროექტის პარტნიორები არიან ევროპის მოწინავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ტექნოლოგიური კომპანიები ბელგიიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან და უკრაინიდან; მათ შორის: ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი და გენტში მდებარე ვოლვოს ავტოქარხანა.  
 
პროექტის აქტივობების ფარგლებში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით 7 ოქტომბერს 11:00 საათზე ჩატარდება რეგიონული ვებინარი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით. 
 
მომხსნენებელი: მარიამ ლაშხი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილე
 
დეტალური ინფორმაცია პროექტის, პარტნიორების, მიზნების, აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ განთავსებულია შემდეგ ბმულზე. 
 
შეხვედრაზე დასწრების მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი ბმულის მეშვეობით 4 ოქტომბრის 14:00 საათამდე.