Back
გაბელია

სალომე გაბელია

სალომე გაბელია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. გარდა აკადემიურ სფეროში საქმიანობისა, იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე სადაზღვევო სექტორში, მედიაორგანიზაციებში, ამჟამად შპს “აკას” (მერსედეს-ბენცის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში)  გაყიდვების სამსახურის უფროსია. გავლილი აქვს პროფესიული გადამზადების ტრენინგები ესპანეთში, გერმანიაში, აზერბაიჯანში, ხორვატიაში. მომზადებული აქვს სალექციო მასალები გაყიდვების მენეჯმენტში, მომსახურების მენეჯმენტში, რეკლამაში და სხვა.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

სხვა პერსონალი