Back
ნათია გავარდაშვილი

ნათია გავარდაშვილი

საზოგადოებრივი გეოგრამიის დოქტორი ნათია გავარდაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. გარდა აკადემიური საქმიანობისა, ნათია სხვადასხვა დროს მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ბიზნესორგანიზაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. განვლილი აქვს ტრენინგკურსები ეფექტურ კომუნიკაციაში, ემოციურ ინტელექტში, მომხმარებელთა მომსახურებაში და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ბულგარეთში, თურქეთში. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. სამჯერ არის შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საპრეზიდენტო გრანტების გამარჯვებული.  მომზადებული აქვს სალექციო მასალები ფინანსური ტექნოლოგიების საფუძვლებში.

ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

სხვა პერსონალი