მარიამ ლაშხი
მარიამ ლაშხს განათლება მიღებული აქვს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, გერმანიაში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჩარლზის უნივერსიტეტში ჩეხეთში, ასევე არის დონალდ რამსფელდის სტიპენდიანტი, აშშ. აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლიმატიის სამაგისტრო და საინფორმაციო და საინჟინრო ტექნოლოგიების ბაკალავრის დიპლომი.
მარიამი ლაშხი არის ასოცირებული პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და მუშაობს თემაზე „ციფრული აბრეშუმის გზა“. მისი ძირითადი კვლევების მიმართულებებია: ციფრული აბრეშუმის გზა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციების როლი, ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე საქართველოს ინტეგრირება, სტარტაპების ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობა – FemTech.
მარიამ ლაშხს აქვს 13 წელზე მეტი ხნის წარმატებული სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო მმართველობაში, კერძო სექტორში, სამოქალაქო საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. არის საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი. იგი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის რანგში აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან ეკონომიკური დიპლომატიის გაღრმავებისა და ევროპულ თავისუფალ ბაზარზე საქართველოს ინტეგრირების მიმართულებით.
მარიამ ლაშხი არის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე. პროფესიული განათლების პოპულარიზებისა და მასში კერძო სექტორის ჩართულობის მიზნით მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივებზე, ასევე გახლავთ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრი. მისი აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო შეუერთდა გაეროს თანასწორობის კოალიციას “ინოვაციები და ტექნოლოგიები გენდერული თანასწორობისათვის”, რომლითაც ქვეყანამ ვალდებულებები აიღო ქალთა ეკონონომიკური გაძლიერებისა და ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის მიმართულებით, იგი ასევე საერთაშორისო ბიზნეს ანგელოზების გაერთიანების სენატორია.
მარიამ ლაშხი არის ბავშვის უფლებათა დაცვის და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოების წევრი. მან 2019 წელს მიიღო ჯილდო „ქალი ლიდერი მთავრობაში“ ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის მშენებლობის პროცესში განხორციელებული ძალისხმევისთვის.
მარიამ ლაშხი მუშაობს პუბლიკაციებსა და სამეცნიერო სტატიებზე საქართველოსა და საერთაშორისო ჟურნალ-გაზეთებში გამოსაქვეყნებლად. მათ შორის არის Forbes Women-ის კონტრიბუტორი.