Henley Business School Flexible Executive MBA

სამმაგი აკრედიტაციის მქონე დიდი ბრიტანეთის, ჰენლის ბიზნესის სკოლა, მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესის სკოლებს შორის ერთ-ერთი უპირობო ლიდერია. სასწავლო პროგრამა - Flexible Executive MBA პროგრამა საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება.

ჰენლის ბიზნესის სკოლის Flexible Executive MBA დიდ ბრიტანეთში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის რეიტინგით მე-3 ადგილზეა; ხოლო მსოფლიოს რეიტინგის უმაღლეს ლიგაში 21-ე ადგილს იკავებს. საუნივერსიტეტო რეიტინგების მუდმივი ცვალებადობის მიუხედავად, ჰენლი მუდმივად რჩება მსოფლიო ლიდერად; რეიგინგების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.

alt

Flexible Executive MBA პროგრამა საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, საქართველოს მასპინძლობის მართვის ინსტიტუთთან  და მალტის ბიზნესის სკოლასთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება. 

 


ჰენლის უნივერსიტეტი 1945 წელს დაარსდა, როგორც პირველი ბიზნესის სკოლა დიდ ბრიტანეთში. ის არის ერთ-ერთი იმ 102 ბიზნესის სკოლას შორის მსოფლიოში, რომელთაც სამმაგი AACSB, AMBA, EQUIS აკრედიტაცია აქვთ, 102 უნივერსიტეტი მსოფლიოს ბიზნესის სკოლების მხოლოდ 1% შეადგენს.  სამმაგი აკრედიტაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ

ჰენლის ბიზნესის სკოლას 80,000 ზე მეტი კურსდამთავრებული ყავს, მსოფლიოს 160 ქვეყნიდან, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო კორპორაციებში ტოპ მენეჯერების პოზიციებს იკავებენ.

alt


 პროგრამის ძლიერი მხარეები:

 

  • დიდ ბრიტანეთში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის რეიტინგით მე-3;
  • ერთ-ერთი მსოფლიოს სამმაგი აკრედიტაციის მქონე პროგრამებს შორის;
  • მსოფლიოს საუკეთესო რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტი;
  • კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი საერთაშორისო მსხვილ კორპორაციებში;
  • პროგრამის სტრუქტურის მოქნილობა და მისი თავსებადობა სამუშაოსთან;
  • აკადემიური პერსონალის კვალიფიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება;
  • დაბალი ფასი სხვა მსგავს პროგრამებთან შედარებით;
  • მოდულების სხვადასხვა ქვეყნის კამპუსებში გავლის შესაძლებლობა;
  • მდგრადობა და კონკურენტუნარიანობა.

ჰენლის ბიზნესის სკოლის Flexible Executive MBA არის კომბინირებული სასწავლო პროგრამა პროფესიონალებისთვის, რომელიც ხორციელდება სამ ეტაპად; თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა 10 თვეა. 

პირველი ეტაპი:

  • Leadership & Personal Development
  • Managing Processes and Systems
  • Managing People
  • Managing Financial Systems
  • Personal Development


მეორე ეტაპი:

  • International Business
  • Strategy
  • Strategic Marketing 
  • Reputation & Responsibility
  • Personal Development
  • Research Skills


მესამე ეტაპი:

  • Leadership & Change
  • Choice of Elective
  • Personal Development
  • Management Research Challenge 


ყოველი ეტაპი მოიცავს განსხვავებულ მოდულებს, რომელთა 
ჩატარების ინტენსივობაა - ორ თვეში ერთი მოდული. პროგრამა სრულდება მისი დაწყებიდან ორწელიწად-ნახევარში. პროგრამის დასასრულს გაიცემა ჰენლის ბიზნესის სკოლის დიპლომი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ 

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სასწავლო ვიზიტი ჰენლის ბიზნესის სკოლის გრენლანდიის კამპუსში
.

ჰენლის ბიზნესის სკოლა სტუდენტებს უზრუნველყოფს საცოვრებლითა და კვებით. მგზავრობის საფასური არ ფინანსდება.

სტუდენტები ვორკშოპებს  დაესწრებიან საქართველოშიც - სავალდებულო მოდულების ფარგლებში.

გარდა ამისა, სტუდენტები ორჯერ გაემგზავრებიან მალტაში მდებარე ჰენლის კამპუსში, სადაც სემინარებს ჰენლის ბიზნესის სკოლის პროფესორები ჩაატარებენ. ჰენლის მალტის კამპუსში გამართული სემინარებისთვის სკოლა სტუდენტებს საცხოვრებელი ადგილის მოძიებაში ეხმარება.


პროგრამაზე მიღების კრიტერიუმები:

კანდიდატთა შერჩევის პროცესი უზრუნველყოფს ჯგუფის დაკომპლექტებას საუკეთესო გამოცდილების მქონე სტუდენტებით.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება + ბაკალავრის ხარისხი ან ტოპ მენეჯმენტში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება ბაკალავრის ხარისხის გარეშე;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან ენობრივი კომპეტენციების დასადასტურებლად;
  • ონლაინ გასაუბრება.

პროგრამაზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ოქტომბერი.

პროგრამის დაწყების თარიღი:

პროგრამა იწყება 2021 წლის ნოემბერში და გრძელდება 2 წელი და 5 თვე.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: nutsa.adamia@btu.edu.ge  ან international@btu.edu.ge

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის სტრუქტურისა და განხორციელების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Henley Business School-ის ოფიციალურ
ვებ-გვერდზე

 

დაინტერესების შემთხვევში გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.