POSTGRADUATE DIPLOMA IN INTERNATIONAL HOTEL MANAGEMENT - EXECUTIVE PROGRAM

მსოფლიოს საუკეთესო სამეულის  წევრი  შვეიცარული სკოლა, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით, Les Roches ურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე  ფუნქციონირებს.  Les Roches უნივერსიტეტი 1954 წელს დაარსდა, Les Roches არის კერძო ინსტიტუტი, რომელიც ეფუძნება შვეიცარიული გამოცდილების ექსპერიმენტულ სწავლებას. ინფორმაცია რეიტინგის შესახებ იხილეთ ბმულზე. 



კურსის მიმოხილვა

სასწავლო პროცესი კომბინირებულია, სტუდენტები პროგრამის დასაწყისში და დასრულებისას ორ-ორი კვირით მიემგზავრებიან მარბელაზე, ესპანეთში Les Roches კამპუსში. 9 თვიანი აკადემიური პერიოდის განმავლობაში ჩვენი კომბინირებული სასწავლო მოდელის საშუალებით სტუდენტები გაივლიან 9 თეორიულ და 2 სასემინარო მოდულს, რომლებიც მოიცავს ბიზნესმენეჯმენტის საფუძვლებს და თანამედროვე მასპინძლობის საქმის ლიდერებისთვის საჭირო ახალ კონცეფციებს, ამასთან ერთად ყველა სტუდენტი მიიღებს დამატებით 7 executive სერთიფიკატს. თეორიული მოდულები ხორციელდება დასვენების დღეებსა და საღამოს საათებში. 

 
 




საწარმოო პრაქტიკა
 
კომბინირებული პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს მოეთხოვებათ 6-თვიანი საწარმოო პრაქტიკის კურსის  ან თავიანთ კომპანიაში Les Roches Marbella  მიერ ორგანიზებული ინტერშიპის გავლა. საწარმოო პრაქტიკის განმავლობაში სტუდენტები ახლად შეძენილ უნარებსა და ცოდნას პრაქტიკაში  საერთაშორისო სასტუმროებსა და მასპინძლობის საქმის სხვადასხვა დაწესებულებაში  გამოიყენებენ.
საერთაშორისო სასტუმროების მართის Executive სამაგისტრო პროგრამა
 
Les Roches Marbella
ახალი საერთაშორისო პროგრამა  სასტუმროების მართვაში საშუალებას აძლევს დასაქმებულ პროფესიონალებს ან ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს, შეიძინონ ისეთი კონცეფციების ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც ამ სფეროს მომავალს განსაზღვრავს. დასაქმებულ პროფესიონალებს  და ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს კომბინირებული პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს შეუთავსონ სწავლა და კარიერა. კურსის ბოლოს სტუდენტები არა მხოლოდ დაეუფლებიან უნივერსალურ ბიზნეს უნარ-ჩვევებს, არამედ შეიძენენ ლიდერობის ინოვაციურ ხედვას, რესურსების მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს, რაც სტუმართმასპინძლობის სფეროს ერთგვარი გასაღებია. 
 
 
კურსდმთავრებულთა ქსელი  
 
Les Roches კურსდამთავრებულთა გლობალური ასოციაცია Les Roches Global Alumni Association 12,000 წევრით 139 ქვეყანაში, გთავაზობთ წვდომას ფასდაუდებელ ქსელურ რესურსზე. სწავლის დამთავრების შემდეგ თქვენ გახდებით ასოციაციის წევრი და და გექნებათ საშუალება დასაქმდეთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. 



პროგრამის დასასრულს

Les Roches პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ, ისარგებლოთ იმ უსაზღვრო შესაძლებლობებით, რომელთაც ეს საოცარი ინდუსტრია გთავაზობთ. ყოველწლიურად მსოფლიოს 60-ზე მეტი საუკეთესო ბრენდი სტუმრობს Les Roches კამპუსს სტუდენტების მისაზიდად პრეზენტაციებზე, ინტერვიუებსა და პროფესიულ ვორქშოფებზე. შედეგად, Les Roches აქვს საუცხოო დასაქმების მაჩვენებელი. Les Roches კარიერული განვითარებისა და დასაქმების ოფისი უზრუნველყოფს პირისპირ ინტერვიუებისთვის მომზადებას, ორგანიზებას და კონსულტაციას. ონლაინ პლატფორმის საშუალებით დაგეხმარებათ, მართოთ განაცხადების გაგზავნის პროცესი და გაგიწევთ კარიერაზე ფოკუსირებულ კონსულტაციები. ამასთან, Les Roches აწყობს ვორქშოფებს და მასტერკლასებს ამ სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად. მათ შორის:

  • პროექტის მენეჯმენტში;
  • ადამიანური რესურსების მართვაში;
  • კარიერულ ზრდასა და განვთარებაში.

პროგრამაზე მიღება 
 
 
აპლიკანტი უნდა ფლობდეს აკრედიტირებული ბაკალავრის ხარისხს ან დიპლომს, სასურველია  ჰქონდეს არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის სფეროში.

 
პროგრამის საფასური:

სწავლის ღირებულება 15, 235 ევრო.
სააპლიკაციო განაცხადის ღირებულება 275 ევრო.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის სტრუქტურისა და განხორციელების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Les Roches  ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 


დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Nutsa.adamia@btu.edu.ge

დაინტერესების შემთხვევში გთხოვთ დარეგისტრირდეთ და მიიღეთ მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ !