ჩაბარებასთან დაკავშირებული პროცედურები


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივესრიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.

ჩვენი კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას:

  • ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 1950101
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 1950102
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები - 1950103

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე მოსახვედრად აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ შემდეგი საგნები

ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა ან ისტორია

ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა

აინფორმაციო ტექნოლოგიები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლის მსურველ აბიტურიენტებს სხვა დამატებითი საგამოცდო საგნების ჩაბარება არ მოუწევთ! 




ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:

  1. საერთო სამაგისტო გამოცდა; 
  2. ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B1 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
  3. გასაუბრება სპეციალობაში.




ერთიანი ეროვნული გამოცდების და საერთო სამაგისტრო გამოცდები ჩატარების თარიღები და წესები განისაზღვრა


2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება,

2020 წლის სამაგისტრო გამოცდები 1-ელ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.


ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, 
ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი. 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე).
აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს. 


გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

 

  • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
  • მუდმივად ეკეთოთ  პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
  • მითითების შემთხვევაში  დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
  • თან  იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.