სამეცნიერო ბაზები
მონაცემთა ბაზები

მონაცემთა ბაზებზე წვდომა შესაძლებელია უნივერსიტეტის ტერიტორიიდან

EBSCO
კოლექცია წარმოადგენს ძირითად რესურსს საუნივერსიტეტო და ბიზნესის სკოლის ბიბლიოთეკებისათვის.
კოლექცია მოიცავს მრავალფეროვან თემებს, როგორიცაა: მარკეტინგი, ფინანსები, მიწოდების მართვა და მეწარმეობა, კარიერული ზრდა და პიროვნული განვითარება, კომუნიკაცია და ქსელის მართვა.
კოლექციაში შესულია ცნობილი გამომცემლების წიგნები: Oxford University Press, Cambridge Scholars Publishing, Booher Research Institute,World Scientific Publishing Company, Princeton University Press, Morgan James Publishing and Ashgate Publishing Ltd.

Cambridge University Journals
მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ 280 ჟურნალს შემდეგ დარგებში: ამერიკანისტიკა; არქეოლოგია და ანთროპოლოგია; აფრიკის, აზიისა და ევროპის შესწავლა; ბიზნესი; ბიოლოგია; საინჟინრო მეცნიერებები; ხელოვნებათმცოდნეობა; ისტორია; კომპიუტერული მეცნიერებები; მათემატიკა; მეცნიერება მიწის შესახებ; ეკოლოგია; სამართალმცოდნეობა; თეოლოგია; სოფლის მეურნეობა; სოციოლოგია, ფილოსოფია, ეკონომიკა; ენათმცოდნეობა და ფილოლოგია.
Royal Society Journals Collection
დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების ჟურნალების კოლექციაში შედის 9 დასახელების მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალები ფიზიკისა და ბიოლოგიის მეცნიერებების დარგებში, მათ შორისაა Philosophical Transactions A and B, and Proceedings A and B.
 
SAGE Premier
მსოფლიოში აღიარებული აკადემიური გამომცემლობა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს 900-ზე მეტ მაღალხარისხიან ჟურნალსა და ცნობარს ისეთ წამყვან სფეროებში როგორიცაა ბიზნესი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგიები და მედიცინა.
Edward Elgar Publishing
ბაზა აერთიანებს ედვარდ ელგარის გამომცემლობის (Edward Elgar Publishing) 280 დასახელების ელექტრონული წიგნის სრულ ვერსიებს განვითარების კვლევების მიმართულებით და მოიცავს შემდეგ დარგებს: ფინანსები, საჯარო მართვა, მიგრაცია, ჯანდაცვა, ინტელექტუალური საკუთრება, სამართალი, კვლევის მეთოდები. ამავე ბაზაში ხელმისაწვდომია ხუთი დასახელების საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სრული ტექსტები, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამართალი, ეკონომიკა და მენეჯმენტი.
IMechE Journals
ბაზა მოიცავს სტატიებს 1847 წლიდან დღემდე, სტატიებს მექანიკური ინჟინერიის დარგში. ყოველი 18 სახელწოდებიდან 17 შედის Thomson Reuters Journal-ის ცირიტებულ სტატიათა რიცხვში.ყველა ჟურნალი ინდექსირებულია გამომცემლობა SCOPUS-ში.
 
e-Duke Journals Scholarly Collection
ბაზა აერთიანებს შემდეგ დარგებს: ანთროპოლოგია, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია, კრიტიკა და თეორია, კულტუროლოგია, ეკონომიკა, განათლებია, გარემოს დაცვა, ეთნოგრაფია, ევროპისმცოდნეობა, მხატვრული ლიტერატურა და პოეზია, ფილმი და მედია კვლევები, თეატრისა და წარმოდგენის შესწავლა, გენდერული სწავლება, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, საერთაშორისო და რეგიონალური კვლევები, ახლო აღმოსავლეთის კვლევები, მუსიკის თეორია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგიური კვლევები, სამეცნიერო კვლევები, სოციოლოგია და სოციალური თეორია, აფრიკული კვლევები, აზიური კვლევები, ჯანმრთელობის დაცვა.
Openedition Journals
ბაზაში გაერთიანებულია 160 ზე მეტი დასახელების ჟურნალი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დარგში ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე.