BTU აბიტურიენტებისთვის

ბიზნესისა
და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს საჩუქრად მთელი წლის განმავლობაში კურსებს, ტრენინგებს და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას სთავაზობს. აბიტურიენტების მიერ არჩეული აქტივობების განხორციელება BTU- მიერ, 2021 წლის თებერვლიდან იწყება.
მასში მოინაწილეობა უფასოა და მხოლოდ წინასწარი რესგისტრაციის საფუძველზე, ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის.

კურსების გავლის შემდეგ, აბიტურიენტებს შესაბამისი სერტიფიკატები, კონკურსებში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.

აბიტურიენტებისთის დაგეგმილ აქტივობებს შორისაა:

  • მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის;
  • გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
  • გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
  • პროფესიული ორიენტაცია - ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
  • გადამზადების სასერთიფიკატო კურსი კიბერუსაფრთხოებაში: როგორ დავიცვა კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის - ონალინ ღონისძიება, რეალური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საინტერესო გზების ძიება და გამარჯვებულების დაჯილდოვება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;
  • ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.
 
აქტივობებში ჩართვის მსურველებმა, წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე

ყველა აქტივობის დაწყების თარიღი, ინფორმაცია ტრენერების, ხანგრძლივობის, პრიზების და სხვა საკითხების შესახებ ეტაპობრივად გაზიარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ.


 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივესრიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.

ჩვენი კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას:

  • ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 1950101
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 1950102
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები - 1950103


BTU-ს საბაკალავრო პროგრამებზე მოსახვედრად აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ შემდეგი საგნები

ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა ან ისტორია


ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა


აინფორმაციო ტექნოლოგიები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სწავლის მსურველ აბიტურიენტებს სხვა დამატებითი საგამოცდო საგნების ჩაბარება არ მოუწევთ


საბაკალავრო პროგრამების საფასური:

  • ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 2250 ლარი
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 2250 ლარი
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები - 2250 ლარი