მოქალაქე

გუნდის წევრები: ანრი გიორგანაშვილი
სტარტაპის სახელი: მოქალაქე


"მოქალაქე" არის ყოველდღიური პრობლემების Feedback პლატფორმა სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის კონტაქტის გასამარტივებლად.

    აპლიკაციის დახმარებით ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან ძალიან მარტივად შეუძლია პრობლემის თაობაზე განცხადების ატვირთვა შემდეგნაირად:

  1. მომხმარებელი ხსნის აპლიკაციას;
  2. ირჩევს კატეგორიას;
  3. სურვილის შემთხვევაში, იღებს სურათს ან წერს კომენტარს;
  4. აპლიკაცია რუკაზე ავტომატურად ადგენს ადგილმდებარეობას ან მომხმარებელი მას თავად უთითებს;
  5. და აგზავნის განცხადებას.

თითოეული პრობლემის შესახებ შესული განცხადებების რაოდენობის დასადგენად მოცემულია რეიტინგის მაჩვენებელი, რაც პასუხისმგებელ სამსახურებს ეხმარებათ უკეთ შეაფასონ ამა თუ იმ პრობლემის კრიტიკულობის დონე.

    გარდა განაცხადის შეტანისა, პლატფორმა სხვა ფუნქციებსაც ითავსებს. მაგალითად, აპლიკაციას შეუძლია შეგვატყობინოს მოსალოდნელი სტიქიების ან ეპიდემიის გავრცელების შესახებ.

რაც ყველაზე მთავარია, სისტემის გამოყენება უამრავ სფეროშია შესაძლებელი და ის თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს წვლილი შეიტანოს საქართველოს ნებისმიერ ადგილას არსებული პრობლემების გადაჭრასა და ხარვეზების გამოსწორებაში.