ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი
17 იანვარი 2020

საქართველოს ტექნოლოგიური ფესტივალი სილიკონ ველი თბილისში

alt
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იწყებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო განაცხადშებში გამარჯვებული პროექტის - ტექნოლოგიების ფესტივალის განხორციელებას.
 
მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ სტარტაპები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები, ერთ სივრცეში, ტექნოლოგიების უახლესი 
ტენდების გარშემო გაერთიანდნენ.
 
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა: 
 
  • ტექნოლოგიური ფესტივავლის ოფიციალური გახსნის ცერემონია
  • პანელური დისკუსია
  • მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოფენა: software/hardware
  • და TechTalks - მსოფლიოში არსებული უახლესი ტექ ტრენდების მიმოხილვა
 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავდა მეცნიერების პოპულარიზაციას ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქებას, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო და გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, იგეგმება საქართველოს რიგით მეორე ტექნოლოგიური ფესტივალის ორგანიზება, რომლის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია სტუდენტებში და ფართო  საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე ტენდეციების გაზიარება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ფესტივალის მიზანია:

  • ტექნოლოგიების მიმართულებით სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების გაცნობა და პოპულარიზაცია;
  • სტუდენტების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
  • ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა;
  • ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
  • კვლევითი წრეებისა და ბიზნესისა და ინდისუტრიის დაახლოვება;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება 

პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს: 
 
 
  • საჯარო ლექციების სერია, 
  • ვოკშოპების სერია, 
  • პანელური დისკუსია, 
  • მიმდინარე და დაგეგმილი სამეცნიერო კვლევების პრეზენტაცია, 
  • მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოფენა და პრეზენტაცია. 

ფესტივალის დამსწრეებს შეეძლებათ მათთვის საინტერესო მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და აქტივობებში ჩართვა. აღნიშნული აქტივობის ერთობლიობა არის რეალური შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს მეცნიერების პოპულარიზაცია ტექნოლოგიების კუთხით, რის შედეგადაც აუცილებლად მოხდება ინოვაციური იდეების წახალისება და განხორციელება.
პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში, მათ შორის HP, IBM, DELL, Microsoft, HP Enterprise, Orient Logic, GRENA, და სხვა.
ბეჭდვა