ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალი
07 დეკემბერი 2020
საქართველოს ყოველწლიური ტექნოლოგიური ფესტივალი სილიკონ ველი თბილისში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, 2019 წელს საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალისი სილიკონ ველი თბილისში გაიმართა.
მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები, ერთ სივრცეში, ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო გაერთიანდნენ.

პირველი ტექნოლოგური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა:

TechTalks - მსოფლიოში არსებული უახლესი ტექტრენდების მიმოხილვა, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ტექტრენდების ანალიზი, ამ სფეროში არსებული სტარტაპების Talk-ები. 

ხელოვნური ინტელექტი/ მანქანური სწავლება - დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI;
ნივთების ინტერნეტი, მომავალი ინდუსტრიული რევოლუცია - გივი ბერიძე, Edison;
ბლოკჩეინ ტექნოლოგია – ლაშა ანთაძე Shelf Network;
გაფართოებული და ვირტუალური რეალობა – ნიკოლოზ გოგოჭური, VREX;
შენობა ნაგებობების ავტომატიზირება და ჭკვიანი ტექნოლოგიები სამშენებლო სფეროში - სანდრო მჭედლიშვილი, დიტო აბულაძე, smarter.ge

პანელური დისკუსია - სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირება საქართველოში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლი. მოდერატორი - გიორგი შარაშიძე - Entrepreneur

მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოფენა.
ფესტივალზე წარმოდგენელი კომპანიები: HP, IBM, Lenovo, DELL, Microsoft, HP Enterprise, Syntax, Spectre, Orient Logic, LAB, MUK, BETA, Allmarket, GRENA, Bitfury, Techub, Edison, Shelf network, Vrex, Pulsar AI, smarter.ge, HTS, Copter.

საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა პანელური დისკუსია - სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმულირება საქართველოში, სახელმწიფოს და კერძო სექტორის როლი.

დისკუსიის მოდერატორი - გიორგი შარაშიძე.

მონაწილეები:

• ავთო კასრაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

• მარიამ შარანგია - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

• ნინო ენუქიძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანი

• ნიკოლოზ გოგოჭური- VREX

• სანდრო კანდელაკი - Spark • სპარკი

• გივი ბერიძე - Edison

• ლაშა ანთაძე - Shelf Network

• დაჩი ჭოლაძე - Pulsar AI

• სანდრო მჭედლიშვილი - Smarter.ge

• დიტო აბულაძე - Smarter.ge

• მერაბ ლაბაძე - ინოვაციური განათლების ფონდი

• დავით მირველაშვილი - კრეატიული განვითარების ცენტრი

• ზურაბ პერტაია - Techub

• გიორგი კინწურაშვილი - Bog Fintech 

• გიორგი ესვანჯია - TTM

• გიორგი დანელია - Copter tech


alt

მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და Deeptech გადაწყვეტილებები, კვლევები და პროექტები სხვადასხვა სექტორებში ტექნოლოგიების განვითარებისთვის, ყოველწლიური ფესტივალის ფარგლებში, დისტანციურ ფორმატში იყო წარმოდგენილი.

ტექნოლოგიების ფესტივალი მიზნად ისახავს ტექნოლოგიების და მეცნიერების პოპულარიზაციას, ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას თანასაზოგადოებისთვის.

ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები

ტექნოლოგიების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე, დაგეგმილი და განხორციელებული კვლევების წარდგენა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის შესაძლებლობების ანალიზი სხვადასხვა სექტორებში: განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, მედია, სამართალი, ენერგეტიკა, კულტურა და სხვა.

ტექნოლოგიების ფესტივალის ფარგლებში გაიმართა: ტრენინგები, ვორკშოფები, TechTalk-ები.

 
  • HP ENTERPRISE - hpe infosight - ხელოვნური ინტელექტი ავტონომიური ITინფრასტრუქტურისთვის;
  • EMIS - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - საგანმანათლებლო პლატფორმა el.ge- პრეზენტაცია; 
  • Orient Logic - Red Hat-ის ტექნოლოგიური გადაწყვეტილება;
  • I STORE - Apple უახლესი პროდუქციის წარდგენა;
  • ბიოქიმფარმი - ანტიბიოტიკების ჯანსაღი ალტერნატივა საქართველოდან;
  • Sambrela - რა არის ბლოკჩეინი? ბლოკჩეინის შექმნის ისტორია; ბლოკჩეინ ალგორითმები; pos და pow ბლოკჩეინი; განსხვავება ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინს შორის; სმარტ კონტრაქტები და მათი უპირატესობები;
  • Smarter - ჭკვიანი სახლებისა და შენობა-ნაგებობების ავტომატიზაცია;
  • Coptertech - დრონების გამოყენება თანამედროვე ინდუსტრიებში;
  • Spectre - ინფორმაციული უსაფრთხოება, თრენდები და ტენდეციები;
  • BDO - Digital - ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია;
  • Phubber - Future of E-marketplaces
  • Wandio - ციფრული რეალობა
  • Geostqb - როგორ გამოვიყენო ტესტირება პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის გასაუმჯობესებლად გლობალური ტესტირების სერტიფიცირების istqb-ის სტანდარტების მიხედვით;
  • Microsoft Azure-ის ღრუბლოვანი სისტემები: რას წარმოადგენს ღრუბლოვანი სერვისი? როგორ ფუნქციონირებს  microsoft azure- ის წრუბლოვანი სისტემა? რა სახის სერვისების მიღებაა შესაძლებელი  microsoft azure-ში ?  როგორია ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ძირითადი იდეა? როგორ არის შესაძლებელი მათი გამოყენება აქტუალურ ამოცანებში ? როგორი დასაქმების პერსპექტივა არსებობს?
  • Devgate - ტრენინგი და ვორკშოფი - ბიტქოინი, ბლოკჩეინი და დეცენტრალიზირებული აპლიკაციების შესახებ
  • Orient Logic - თანამედროვე კიბერსაფრთხეები და საქართველოს კიბერუსაფრთხოების გარემო; ვორშოფი: ფიშინგი, მასთან ბრძოლის მეთოდები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები



alt

18 აპრილს ქალაქ თელავში დაინტერესებული პირებისთვის ტექნოლოგიების ფესტივალი ჩატარდა, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა კიბერუსაფრთხოების და ციფრული უნარების გაუმჯობესების შეხვედრა.