თბილისის მეწარმეობის სამიტი


თბილისის მეწარმეობის სამიტი 

alt

სამიტის შესახებ

თბილისის მეწარმეობის სამიტი - საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველო მასშტაბურ ღონისძიებას მართავს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2020 წლის 11 მარტს, თბილისის პირველი, ყოველწლიური მეწარმეობის სამიტი გაიმართება. საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის გამარტივება, უცხოელი პარტნიორების და ფონდების დაინტერესება, ინვესტიციების მოზიდვა, მეწარმეობის მიმართულებით მასშტაბური კვლევების წარდგენა და სხვა მრავალი საკითხის გარშემო მუშაობა, სამიტის დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.

თბილისის მეწარმეობის სამიტი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან და თიბისი სტარტაპერთან პარტნიორობით იმართება. დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ისრაელის საელჩო საქართველოში, ევროპის და აშშ-ს მხრიდან წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები სამიტის მონაწილეებად წარსდგებიან.   საქართველოს ეწვევა ინვესტორთა ჯგუფი ისრაელის სილიკონ ვადიდან, სტარტაპები, მეცნიერები და მკვლევარები დიდი ბრიტანეთიდან, დელეგატები საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებიდან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიდან.

სამიტის მხარდაჭერია ბრიტანეთის საბჭო პროექტი შემოქმედებითი ნაპერწკალის პროგრამის ფარგლებში.

სამიტის ფარგლებში,  გაიმართება პანელური დისკუსიები საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მეწარმეთა ფინანსებთან წვდომის შესახებ, საქართველოსა და მსოფლიოს სტარტაპ ეკოსისტემის განხილვა, კვლევების პრეზენტაცია, სტარტაპ პრეზენტაციები, სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეულ ინვესტორებთან შეხვედრები, რომლის ფარგლებში სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ მილიონამდე ლარის ოდენობის დაფინანსება. სამიტის ფარგლებში, დამწყებ და წარმატებულ სტარტაპებს/მეწარმეებს საშუალება მიეცემათ წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტები და გააცნონ ის ფართო საზოგადოებას. 


 
სად: სასტუმრო Rooms Hotels. კოსტავას ქ. #14
როდის: 11 მარტი, 09:00 – 19:00




გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორებთან შეხვედრა

თბილისის მეწარმეობის სამიტის ფარგლებში, ფონდის მიერ, ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეული ინვესტორების მიერ, კაპიტალის ინვესტირება განხორციელდება ნებისმიერ ეტაპზე მყოფ სტარტაპში,  რომელიც  მუშაობს აქტუალური ტექტრენდების ინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მედია,  ელექტრონული კომერცია, მობილური  აპლიკაციები, ფინტექი, P2P პლატფორმები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა,  თამაშების ინდუსტრია, ნივთების ინტერნეტი IoT, ბლოკჩეინი და სხვა.

განიხილება აგრეთვე სხვა ინდუსტრიებში არსებული,  გამორჩეული და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებიც.

სამიტის ფარგლებში, სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეულ ინვესტორებთან შეხვედრებისთვის, სტარტაპებს რესგისტრაციის გავლა შეუძლიათ 25 თებერვლამდე, მითითებულ  ბმულზე

*გთხოვთ გაითალისწინოთ, რომ ინვესტორებთან ფიჩინგ სესიაზე მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ წინასწარ შერჩეული სტარტაპები. შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას რეგისტრირებული სტარტაპი მიიღებს არაუგვიანეს 28 თებერვლისა.

გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ საქართველოში გამართული პირველი სესიის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, 1,300,000 ლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა Influence Georgia-მ.  




სამიტის ფარგლებში, შერეულ ქართულ სტარტაპებს შეხვდებიან მოწვეული ინვესტორები



მენი ბენიში
არქი ჯგუფის დირექტორი, საქართველოს საპატიო ელჩი ისრაელში, YTONG - საბჭოს წევრი, Benish Group დამფუძნებელი. გაყიდვებსა და მარკეტინგში 20 წლიანი გამოცდილების შედეგად, მენი ბენიშის სპეციალიზაცია ონლაინ მარკეტინგში, ონლაინ რეკლამაში, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ბრენდინგშია. 2007 წელს, მან დააფუძნა Benish Group, რითიც აქტიურად უჭერს მხარს სტარტაპებს სხვადასხვა ინდუსტრიაში. ყოველწლიურად, მისი გუნდი ირჩევს ინოვაციურ სტარტაპებს და ახორციელებს მათში ინვესტირებას. მენი ბენიში გლობალური სტარტაპ ფონდის დამფუძნებელია.

alt


დავიდ ზერა
მენეჯმენტში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილებით, ზერა ერთერთი შემქმნელი, მენტორი და მრჩეველია სტარტაპის Screenz -https://scrnz.com/
Screenz
ქმნის ციფრულ პლატფორმას 30-ზე მეტი მაუწყებლისთვის და საპროდიუსერო კომპანიისთვის. კომპანიის მომხარებლებს შორისაა ისეთი შოუები როგორიცაა: Big Brother, Master Chef, 101 Ways to Leave a Game Show, The Million Pound Drop, Hell’s Kitchen, The Taste, და Rising Star. Screenz სტრატეგიული პარტნიორები არიან Google, ICM და Red Arrow.  დავიდ ზერა აგრეთვე მუშაობს ისეთ მსხვილ სტარტაპებთან, როგორებიცაა: PAYLIX, Interatech, Monday.com

alt


გიორა ინბარი
მეწარმე და ბიზნესმენი ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ვაჭრობის და სამრეწველო კომპანიების მართვის დიდი გამოცდილებით. "Kaman Holding"-ის თანა-დამფუძნებელი, რომელიც აერთიანებს 30 ინდუსტრიულ, სავაჭრო და ინფრასტრუქტურულ კომპანიას. ჰოლდინგის შვილობილია კომპანია "Mendelson Ltd", სადაც გიორა ინბარი ხელმძღვანელობდა 8 კომპანიის სავაჭრო და ოპერაციულ მიმართულებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.  გიორა ინბარი არის სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია "Ofaky Denish"-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი. კომპანია ახორციელებს პროექტებს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 

alt


რონენ მარკოვიჩი
კომპანია "Eshel, Marcovich & Cohen"-ის დამფუძნებელი და მმართველი. უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია "Boyya – Invest LLC"-ის დამფუძნებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. უძრავი ქონების მიმართულებით არაერთი საინიციატივო კამპანიის მენეჯერი და პარტნიორი ამერიკის შეერთებულ შტატებში (ტეხასსა და ნიუ-იორკში). ქვეითი ბატალიონის მეთაური რეზერვში. ქალბატონი ლინ შნაიდერის რწმუნებული ისრაელში, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაცია Yeladim Shelanu-ში და Schneider Children’s-ის სამედიცინო ცენტრში. "Sami Shamoon College of Engineering"-ის  სამეურვეო საბჭოს წევრი. 

alt


იარონ შაინმანი
კომპანია "Solutum Technologies" თანა-დამფუძნებელი, ინვესტორი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. სამუშაო გამოცდილება: Matrix (TASE: MTRX)-ის კომპანია "Cambium", "Tapingo" (მფლობელი: Grubhub (NYSE- GRBH)), "Teridion", "Veloquant", "Juno"; კომპანია "RR Media (Nasdaq: RRM)"-ის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი; კომპანია "Ananey Communications"-ის თავმჯდომარე. კომპანია "BVR Technologies" დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. ისრაელის საჰაერო ინდუსტრიის ყოფილი დამოუკიდებელი კონსულტანტი საავიაციო სისტემების განვითარების მიმართულებით. ისრაელის საჰაერო ძალების სამხედრო პილოტი. 



alt


პარტნიორები



თბილისის მეწარმეობის სამიტი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით, საქართველოში პირველად იმართება. 




alt




სამიტის პარტნიორია თიბისი სტარტაპერი


alt




სამიტის მხარდამჭერები:


  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
  • აწარმოე საქართველოში
  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
  • თბილისი მერიის ბიზნეს აქსელერატორი სპარკი
  • დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში
  • ისრაელის საელჩო საქართველოში
  • ბრიტანეთის საბჭო
  • ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი
  • გაეროს ქალთა ორგანიზაცია
  • სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდი
  • ვესტმინსტერის უნივერსიტეტი
  • საქართველოს მენეჯმენტის ინსტიტუტი
  • იმფაქთ ჰაბი
  • თაჩი Touch
  • ბენე ექსკლუზივი

 alt


სამიტის მედია მხარდაჭერა:

სამიტის ფარგლებში, მედიის აკრედიტაცია მოხდება 2 მარტამდე, მითითებულ ბმულზე

alt


Startup Talks

პარალელურ რეჟიმში მიმდინარე პანელური დისკუსიების და სესიების ფორმატში, თბილისის მეწარმეობის სამიტზე მონაწილეობას მიიღებენ ქართული და ბრიტანული სტარტაპები:


  • საიმონ მელამფი - “CEEM”-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი & სარა სფიქი - “CEEM”-ის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი
  • ჯეიმს პერი - „Losococo“- აღმასრულებელი დირექტორი (CEO)
  • ზაალ გაჩეჩილაძე – „Pulsar AI”-ის თანამდამფუძნებელი
  • რატი ღოლიჯაშვილი – „BioChimPharm (BCP)“- ის აღმასრულებელი დირექტორი
  • მარიტა გენებაშვილი - Inebe.ge“- ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი,  Microgreen“ - ის დამუძნებელი
  • ანანო დოლაბერიძე - Phubber.app“-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
  • ნინო ელიავა - Moreislove.com“ -ის კრეატიული დირექტორი & თანადამფუძნებელი


alt


სარეგისტრაციო ბმულები

თბილისის მეწარმეობის სამიტზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დარეგისტრირებული მსურველისთვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს
2 მარტამდე, მითითებულ
ბმულზე

სამიტის ფარგლებში, სილიკონ ველი თბილისის გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეულ ინვესტორებთან შეხვედრებისთვის, სტარტაპებს რესგისტრაციის გავლა შეუძლიათ 25 თებერვლამდე, მითითებულ  ბმულზე

*გთხოვთ გაითალისწინოთ, რომ ინვესტორებთან ფიჩინგ სესიაზე მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ წინასწარ შერჩეული სტარტაპები. შერჩევის
შესახებ გადაწყვეტილებას რეგისტრირებული სტარტაპი მიიღებს არაუგვიანეს 28 თებერვლისა.

სამიტის ფარგლებში, მედიის აკრედიტაცია მოხდება 2 მარტამდე მითითებულ ბმულზე



კონტაქტი

tes@btu.edu.ge




სამიტის დღის წესრიგი
  


 
09:00 – 09:45


 
რეგისტრაცია
(Garden Hall)

 

10:00 – 10:50

გახსნითი პანელური დისკუსია - „სამეწარმეო ეკოსისტემა საქართველოში და მსოფლიოში: მიღწევები და გამოწვევები“
 (at Garden Hall) 

მოდერატორი: გიორგი შარაშიძე  

მისასალმებელი სიტყვა: ნათია თურნავა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

  • ნინო ენუქიძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი (BTU)
  • ირაკლი დანარეიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე  
  • რან გიდორი – ისრაელის ელჩი საქართველოში
  • მაჩიე ჩურა – ევროპის საინვესტიციო ბანკის, რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი 
  • ალექსანდრა ქოული – დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე საქართველოში 


უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი


 




11:00 - 11:15

 





11:15 – 12:00

კვლევის პრეზენტაცია: მეწარმეთა წვდომა ფინანსებთან
(at Garden Hall) 


მარიამ ლაშხი – კვლევის ხელმძღვანელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, BTU; საქართველოს ეკონომიკისა დ ამდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე


პანელური დისკუსია: 
 საჯარო და კერძო რესურსის მობილიზება სამეწარმეო სისტემის ფინანსირებისთვის საქართველოში

 მოდერატორი სანდრო ვეფხვაძე

  • ავთანდილ კასრაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარე
  • ნიკოლოზ ქურდიანი - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტის საბანკო მომსახურების მიმართულებით
  • ენდრიუ გოდლი - ჰენლის მეწარმეობის ცენტრის აკადემიური დირექტორი
  • გიორგი დარჩია - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის DAI კომპონენტის ლიდერი
  • ენდრიუ რობელი - თანადამფუძნებელი, სტრატეგია და კონტენტი, Emerging Europe 


უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი

 12:00 - 13:00

ლანჩი

 

 

 

 

 

13:00 - 14:30

   Startup Talks   
 (at Garden Hall)

მოდერატორი: tbc

 

  • საიმონ მელამფი - “CEEM”-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი & სარა სფიქი - “CEEM”-ის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი
  • ჯეიმს პერი - „Losococo“-ს აღმასრულებელი დირექტორი (CEO)
  • ზაალ გაჩეჩილაძე – „Pulsar AI”-ის თანამდამფუძნებელი
  • რატი ღოლიჯაშვილი – „BioChimPharm (BCP)“- ის აღმასრულებელი დირექტორი


მისასალმებელი სიტყვა ქალ მეწარმეთა წარსადგენად: იენი რატილაინენი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია

 

  • მარიტა გენებაშვილი - „Inebe.ge“- ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი,  „Microgreen“ - ის დამუძნებელი
  • ანანო დოლაბერიძე - „Phubber.app“-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
  • ნინო ელიავა - „Moreislove.com“ -ის კრეატიული დირექტორი & თანადამფუძნებელი


უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი



14:30 - 15:00

Coffee break
(at Garden Hall) 

 

 

  15:00 – 16:00

გლობალური სტარტაპ ფონდის პრეზენტაცია Vol.2
(at Garden Hall)

  • მიხეილ ბატიაშვილი - BTU-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
  • რან გიდორი – ისრაელის ელჩი საქართველოში
  • მენი ბენიში - საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში, გლობალური სტარტაპ ფონდის დამფუძნებელი
  • დავიდ ზერა – ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორი
  • იარონ შინმან - ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორი
  • გიორა ინბარ- ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორი
  • რონენ მარკოვიჩი - ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორი


Elevator Pitches of Selected Startups

 

16:30 – 19:00

 

  

გლობალური სტარტაპ ფონდის ინვესტორთა შეხვედრა სტარტაპებთან
(at Master Room)

წინასწარ შერჩეული სტარტაპების ფიჩინგი ინვესტორების წინაშე