მეწარმეობის ცენტრი


მეწარმეობის ცენტრის შესახებ


მეწარმეობის ცენტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით, სილიკონ ველი თბილისის ბაზაზე 2019 წელს ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის მიზანია გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას,  გააღრმაოს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიცირება გაუკეთოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებს და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას.

 

ჰენლის მეწარმეობის ცენტრი ბრიტანეთის სამეცნიერო პარკის პარტნიორია და მისი დაფუძნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.


მეწარმეობის ცენტრის პარტნიორები არიან:



მეწარმეობის სწავლება BTU-ში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები, პირველი კურსის პირველი სემესტრიდან სწავლობენ მეწარმეობის საფუძვლებს, ქმნიან საკუთარ სტარტაპებს და ერთვებიან ინკუბაციის პროცესში. კურსის მიზანია, სტუდენტს მისცეს ზოგადი ცოდნა მეწარმეობის მიმართულებით, გააცნოს მას ახალი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობების განხილვიდან, იდეების გენერირების და მის საბოლოო განხორციელებამდე არსებული ეტაპები, რათა სტუდენტმა შეძლოს ახალი ბიზნესის წამოწყება და სამეწარმეო საქმიანობა პირველივე დღიდან.

მეწარმეობის კურსი შემუშავებულია BTU-სა და ჰენლის ბიზნეს სკოლას შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, რის ფარგლებშიც ჰენლის ბიზნეს სკოლის მიერ მოწოდებული სასწავლო მასალები გამოიყენება. ეს კი ნიშნავს, რომ ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მეწარმეობის საგანი ისწავლონ იმ უმაღლესი სტანდარტით, რომელიც მსოფლიოს საუკეთესოთა შორისაა აღიარებული


პრაქტიკული ბიზნეს პროექტი

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსტეტის მეოთხე კურსელებისთვის შემუშავებულია „პრაქტიკული ბიზნეს პროექტი”, რომელიც ემსახურება თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში თარგმნას, ახალი უნარების შეძენას და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში სტუდენტები მათთვის საინტერესო თემაზე ამზადებენ რეალურ ბიზნეს პროექტს/გეგმას. პროგრამის ამ კომპონენტის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები სხვადასხვა მოდულებში, სადაც ისინი გაეცნობიან თუ როგორ ხდება ბიზნეს პროექტის მომზადება და ბიზნეს იდეის ინვესტორებთან წარდგენა. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მათ მიერ არჩეული თემატიკის მიხედვით კონსულტაციები გაიარონ შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან ბტუ-ს პარტნიორ ორგანიზაციებში და მეწარმეობის ცენტრში. სემესტრის განმავლობაში სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები: ბიზნეს გეგემის შემუშავებაში, მარკეტინგულ კვლევაში, ფინანსურ მოდელირებაში, fundraising, pitch deck და სხვა. 

 


მეწარმეობის კურსის ლექტორები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში:



მეწარმეობის ცენტრის აქტივობები და სერვისები


btu-ს მეწარმეობის ცენტრი, ქვეყანაში არსებულ ყველა სტარტაპს სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარებისთვის სრული დაფინანსებით არის ხელმისაწვდომი ვებინარები, ტრენინგები, სტარტაპ ბანაკები, კვალიფიციურ მენტორებთან ინდივიდუალური კონსულტაციები, და სხვა მათთვის საჭირო სერვისები. 

ცენტრი აღნიშნულ აქტივობებს სხვადასხვა კომპანიებისთვისაც აორგანიზებს. დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ მიმართონ მეწარმეობის ცენტრს და აირჩიონ მათთვის სასურველი სერვისი. სერვისის/პროგრამის შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, დაინტერესებული პარტნიორი ორგანიზაციის პრიორიტეტების შესაბამისად. ინოვაციური იდეების გენერირება, ბიზნეს მოდელის და ბიზნეს გეგმის გამართვა, ფინანსების მოძიება და ინვესტორებთან ურთიერთობა - იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც პარტნიორის საჭიროებებიდან გამომდინარე ინტეგრირდება სტარტაპ ბანაკების და სხვა ტრენინგ პროგრამებში. 

პირობითი პროგრამის მონახაზი

პროგრამის ხანგრძლივობა: მინ. 3 დღე მაქსიმუმ 3 კვირა

ლექციების დრო: კვირაში 3 სესია, თითო 2 საათი. 

 

მენტორები: 2-3 მენტორი, პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე

  1. ფიქრი დიზაინის პრინციპებით და იდეების გენერაცია
  2. სტარტაპის სამოქმედო გეგმის შემუშავება
  3. ბაზრის კვლევა და მომხმარებლის სეგმენტაცია
  4. მომხმარებელთა ანალიზი: ჩაღრმავებული ინტერვიუები, იდეის ვალიდაცია
  5. ბაზარზე შესვლის სტრატეგია
  6. მარკეტინგი და რეკლამა
  7. ფინანსური გეგმა და შედეგების ანალიტიკა
  8. ფინანსების მოძიება და ინვესტორებთან ურთიერთობა
  9. პრეზენტაციის ტექნიკები ე.წ. powerful pitching
  10. დემო დღე და გამარჯვებულის გამოვლენა

დამატებითი აქტივობები: ინდივიდუალური კონსულტაციების შესაძლებლობა, მოწვეული სპიკერები, ვორქშოპები კონკრეტულ თემებზე.  

სერვისის საფასური: დამკვეთთან ინიდივიდუალური შეთანხმებით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: cfe@btu.edu.ge 


ონლაინ ბიზნეს კლინიკა

BTU-ს მეწარმეობის ცენტრი, ბრიტანულ Henley Business School-თან პარტნიორობით, ონლაინ ბიზნეს კლინიკის პროგრამას აგრძელებს. ბიზნეს კლინიკა დაფუძნდა საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდასაჭერად და ფუნქციონირებს მეწარმეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით. კლინიკის ბენეფიციარებს, სრულიად უსასყიდლოდ, შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კონსულტაცია სტარტაპის ბიზნეს მოდელის, სტრატეგიული დაგეგმვის, ციფრული ტრანსფორმაციის, საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის, ფინანსებთან წვდომის თუ სხვა აქტუალური თემების გარშემო.

,,როგორ დავწერო ბიზნეს გეგმა’’, ,,როგორ მოვიპოვო სახელმწიფო დაფინანსება სტარტაპისთვის’’ ტრენინგების სერიაა, რომელიც ყველა მსურველისთვის სრული დაფინანსებით ჩატარდება. ტრენინგების მიზანია იმ სტარტაპების და ანტრეპრენერების მხარდაჭერა, რომელთაც სურთ შესაბამისი განაცხადის მომზადება სხვადასხვა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად, სურთ შეიმუშაონ ბიზნეს გეგმა რომელიც დააკმაყოფილებს ფინანსური ინსტიტუციების მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს, ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო დაფინანსების გასაცემად.

ონლაინ ბიზნეს კლინიკის საკონსულტაციო ჯგუფი შედგება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისგან, მეწარმეობის ადგილობრივი და ბრიტანელი ექსპერტებისგან და ეკოსისტემის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით აქ ან დაგვიკავშირდეთ ელ. მისამართზე: cfe@btu.edu.ge 


სტუდენტის სტარტაპ სტატუსი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პირველია საქართველოში, რომელიც სტუდენტებს სტარტაპ სტატუსს მიანიჭებს. სტატუსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მეწარმეობის ცენტრის ბაზაზე შექმნან სტარტაპი და ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობებით. სტარტაპ სტატუსის კონკურსში მონაწილეობა შეუძლია BTU-ს ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც სტარტაპის შექმნის სურვილი და გეგმა გააჩნია. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული სტარტაპი, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან:

  • საოფისე სივრცით 
  • უფასო ფინანსური სერვისებით
  • უფასო იურიდიული სერვისებით
  • უფასო მარკეტინგული სერვისებით
  • მენტორშიპის პროგრამით
  • ფინანსებთან წვდომის/ფანდრაიზინგში დახმარებით
  • კვლევა და განვითარებაში მხარდაჭერით

   


Disciplined Entrepreneurship: 24 Steps to a Successful Startup

მსოფლიო ბესტსელერი ,,24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’, რომელსაც სტარტაპები, მეწარმეები, ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები და აქსელერატორები სამაგიდო წიგნს უწოდებენ, ქართულ ენაზე გამოიცემა.

წიგნის გამოცემის შესახებ შეთანხმება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პარტნიორობის შედეგად იქნა მიღწეული. MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბი, BTU-ს ბაზაზე რეგიონში პირველად დაფუძნდა და 2020 წლის იანვარში, სტარტაპ აქსელერაციის პროგრამა გამართა. ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის და პარტნიორობის შემდგომი გაგრძელების პირობებში, მიღწეულ იქნა შეთანხმება, MIT-ში დაფუძნებული Martin Trust ცენტრის ხელმძღვანელის და MIT Sloan School of Management-ის პროფესორის, ბილ ოლეტის ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე გამოცემის შესახებ.