ლაბორატორია 4.0
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე ევროკავშირის
დაფინანსებით 2021 წლის გაზაფხულზე ახალი მაღალტექნოლოგიური
ლაბორატორია 4.0 გაიხსნება. ლაბორატორია სრულად აღიჭურვება შესაბამისი
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფით (VR).
ლაბის მიზანია, გააძლიეროს BTU-ს და ინდუსტრიის
თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ინდუსტრიების ციფრულ ტრანსფორმაციას
მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის
საჭიროებების შესაბამისი სპეციალური კურსების, ტრენინგებისა და
საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებით.
პროექტი ხორციელდება ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების ერთ-ერთ
ყველაზე მასშტაბური პროექტის HEIn4-ის ფარგლებში: "საქართველოსა და
უკრაინის უსდ-ების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში
ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით".
პროექტის პარტნიორები არიან ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები და
ტექნოლოგიური კომპანიები ბელგიიდან, შვედეთიდან და
პორტუგალიიდან.