მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ლაბი

კომპანია HP inc.-სა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ლაბოეატორია, რომელიც აღჭურვილია მანქანურ სწავლებაზე მორგებული კონფიგურაციის მქონე მაღალი წარმადობის სამუშაო სადგურებით.

აღნიშნულ სამუშაო სადგურებში აქცენტი გაკეთებულია ისეთ მოწყობილობებზე, (ვიდეო ადაპტერები) რომლებიც გამოყენებული იქნება დიდი ოდენობით მონაცემების დამუშავებაზე მათზე მათემატიკური გამოთვლების წარმოებით. ლაბორატორიაში არსებული კომპიუტერული ტექნიკა გაერთიანებულია ერთიან გამომთვლელ სისტემად და წარმადობით უტოლდება 1500 თანამედროვე კომპიუტერის გამოთვლით სიმძლავრეს.