განახლებადი ენერგიების ლაბორატორია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფუნქციონირებს განახლებადი ენერგიების ლაბორატორია. RES Lab-ი განიხილავს საქართველოს ენერგო სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებულ  გამოწვევებ , ახორციელებს შესაბამის  კვლევებს და მართავს კონსულტაციებს

ლაბის ფარგლებში შექმნილია სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები ერთიანდება პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხლილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.

ლაბორატორიაში ეტაპობრივად წევრიანდება სხვადასხვა ორგანიზაცია , წევრობა მოიაზრებს ინტელექტუალურ და აკადემიურ პარტნიორობას. ლაბორატორიის საქმიანობაში ჩართვით უკვე დაინტერესდნენ კერძო კომპანიები, ენერგო ომბუცმენი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ლაბორატორია არის ერთგვარი ხიდი სამეცნიერო საქმიანობას, კერძო სექტორს, სახელმწიფო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იმ აქტუალურ საკითხებზე სამსჯელოდ, რაც გადამწყვეტია  დღევანდელი საქართველოსა თუ რეგიონის მოცემულობაში. ლაბორატორიის საქმიანობის შედეგად ყალიბდება  განვითარების უფრო ხელშესახები გეგმა და გვექნება უკეთესი მიღწევები. საბოლოოდ ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება ენერგოსექტორის როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით განვითარებაზე.

განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორიის დაფუძნების ინიციატორი სემეკის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური 
საბჭოს წარმომადგენელი მაია მელიქიძეა. 

RES LAB -ის ფარგლებში განხორხორციელებული კვლევები


BTU RES LAB-ის ხელმძღვანელი, მაია მელიქიძე:

პირველი კვლევა, რომელიც ჩავატარეთ იყო ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, ელექტროენერგიის დეფიციტი, თანმდევი გამოწვევები და განახლებადი (მზის) ენერგიის როლი“. ამ კვლევის მნიშვნელობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ 2021 წლის პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის ბაზარი სრულად იხსნება. ეს ნიშნავს, რომ გამყიდველი და მყიდველი ერთმანეთს ბირჟაზე შეხვდება ბირჟა 2019 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა. მას ქვია საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც დღეს სატესტო რეჟიმშია, უყურებს ვინ შედის, მოთამაშეები რამდენად სრულყოფილად ახდენენ თავიანთი უფლებამოვალეობის განხორციელებას  ამ ბირჟაზე და აკვირდება ფასს. დღეს სწორედ ელექტროენერგიის მიწოდება და მისი ღირებულება არის ჩვენი მთავარი გამოწვევა, რადგან დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული და უცხოურ ვალუტაში გვიწევს ელექტროენერგიის შეძენა. ეს ნიშნავს, რომ ვალუტის ცვალებადი კურსი პირდაპირ პროპორციულად აისახება ფასზე. არსებულ ვითარებაში ამოსავალი წერტილია და კრიტიკულად აუცილებელია, რომ მოვახდინოთ წყაროების დივერსიფიკაცია. აქცენტი უნდა გავაკეთოთ მწვანე ტექნოლოგიებზე, ალტერნატიულ ენერგიაზე, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია ჩვენი აღნიშნული კვლევაც სწორედ ამ მიმართულებით ჩატარდა და გამოვიკვლიეთ საკითხები, როგორიცაა ბაზრის ლიბერალიზაცია, ენერგიის დეფიციტი, გამოწვევები და მზის ენერგიის როლის ამ ყველაფერში,“ –განმარტავს მაია მელიქიძე.

მეორე კვლევა, რომელიც BTU-ში ჩატარდა, იყო სახელმწიფო სტრატეგია და საშეღავათო სისტემები განახლებადი ენერგიებისთვის.“ ამ შემთხვევაში გამოკვლეული  იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, განვითარებული ქვეყნების სამუშაო სტრატეგიები და ის საკითხები, თუ როგორ შეძლეს მათ განახლებადი ენერგიის და განსაკუთრებით, მზის ენერგიის წარმატებით გენერაცია. კვლევამ შეისწავლა საკითხები, თუ რას ნიშნავს ელექტროენერგიის გენერაცია საკუთარი მოხმარებისთვის. საქართველოში მიღებული რეგულაციით ელექტროენერგიის წარმოება საკუთარ აივანსა და სახურავზეც შეიძლება პანელების საშუალებით. ხოლო ზედმეტს თუ გამოიმუშვებ, შეგიძლია გაყიდო. ეს არის ეკონომკური საქმიანობა, რომელიც არ იბეგრება. ეს არის ერთგვარი მექანიზმი, რომ ხალხმა დაიწყოს წარმოება და გაყიდვა. თელასსა და ენერგო პროს შეძენის ვალდებულება აქვთ. ბაზრის გახსნის შემდეგ კი ნებისმიერს შეეძლება ენერგიის ყიდვა. საწყის ეტაპზე მყიდველები იქნებიან მსხვილი ბიზნესები, შემდეგ ეტაპზე კი ყიდვა ყველას შეეძლება. სწორედ ამ საკითხებზე კონცენტრირდა BTU - მიერ ჩატარებული კვლევა.

ევროკავშირის განახლებადი ენერგიის კანონმდებლობის ზეგავლენა ქართული ენერგეტიკის სამართლის რეფორმაზე“ – ამ კვლევის ფარგლებში BTU– შეისწავლა, როგორი ზეგავლენა აქვს ევროკავშირის კანონს საქართველოში, რადგან მნიშვნელოვანია საკითხი, თუ როგორ ერგება ევროკავშირის კანონი ქართულ რეალობას. მეოთხე კვლევის ფარგლებში კი საკითხი უფრო დავიწროვდა და აქცენტი სრულად განახლებად ენერგიებზე გაკეთდა. ეს იყო კვლევა განახლებადი ენერგია საქართველოში, სექტორის მარეგულირებელი ახალი სამართლებრივი ჩარჩოს ძირითადი ასპექტები“.

პირველ ორი კვლევის სტატია უკვე დაბეჭდილია მსოფლიოს გავლენიან სამეცნიერო გამოცემებში, მესამე  გაგზავნილია ნიუ იორკში დასაბეჭდად, მეოთხე კი თარგმნის პროცესშია.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად აპირებს თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთანაც და აგრძელებს მუშაობას კვლევის შედეგების ჯერ კანონმდებლობაში ასახვისთვის, შემდეგ კი რეალობაში განხორციელებისთვის. განახლებადი ელექტროწყაროების ლაბორატორია ახალი კვლევების ჩასატარებლადაც აცხადებს მზაობას.