Entrepreneur Hub
მსოფლიოს მოწინავე ბიზნეს გამოცემასთან ,,Entrepreneur’’-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2018 წელს Entrepreneur Hub გაიხსნა. სტატიები და ბლოგები სტუდენტური სტარტაპების შესახებ, ინდუსტრიის ლიდერების მიერ გამართული ვორკშოპები და მასტერკლასები, ბიზნეს კავშირების დამყარების შესაძლებლობა - ეს ყველაფერი BTU-ს სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია.

აღნიშნული პარტნიორობა მოიაზრებს სტარტაპების და ტექნოლოგიების სფეროში ერთობლივი პროექტების ინიცირებას, ,,Entrepreneur + BTU’’ ბრენდის ქვეშ პუბლიკაციების მომზადებას, ნომრის მთავარი თემის გარშემო მასტერკლასების ჩატარებას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის Entrepreneur ჰაბში, ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს უახლესი ინფორმაცია მეწარმეობაში არსებული მსოფლიო ტრენდების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სტანდარტების შესახებ.

ჟურნალი ,,Entrepreneur’’ მსოფლიოში პოზიციონირდება როგორც პირველწყარო მეწარმეობის მიმართულებით არსებული ტრენდების გაშუქებაში და არსებული პარტნიორობა მნიშვნელოვნად დაეხმარება უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.