კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 2017 წლიდან არსებობს კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია.

ლაბორატორიაში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ტარდება შეხვედრები სტუდენტებთან, ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანებთან და ყველა კიბერუსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულ პირებთან.

ლაბში ტარდება კიბერუსაფრთხოების სესიები:

  1. კიბერსივრცის გამოყენება თანამედროვე კონფლიქტებში - რას ემუქრება კიბერომი
  2.  კიბერომი საქართველოს წინააღმდეგ- lessons learned
  3.  კიბერჰიგიენა - passwords are like underwear...
  4.  ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია -  საფრთხეები, პრობლემები და გადაწყვეტის გზები.
  5.  კიბერბულინგი და „მკვლელი“ თამაშები -  როგორ დავიცვათ მოზარდი. გაიდლაინი პედაგოგებისა და სკოლის უსაფრთხოების თანამშრომლებისთვის
  6.  კიბერდანაშაული ქართულად: თანამედროვე ტრენდები, გამოწვევები, საკანონმდებლო ხარვეზები
  7.  ჯაველინები, ანტისარაკეტო სისტემები თუ firewall…
  8.  რა უნდა იცოდეს ტოპმენეჯერმა კიბერუსაფრთხოების შესახებ -კიბერუსაფრთხოება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის: საუკეთესო პრაქტიკა, მიდგომები, პერსპექტივები
  9.  შეუსრულებელი მისია... კიბერცნობიერების პრობლემატიკა საქართველოში 

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტენდების უმეტესი ნაწილი მუშაობს საკუთარ სტარტაპზე, შესაბამისად მათთვის უმნიშვნელოვანესია იცოდნენ სტარტაპის კიბერუსაფრთხოება - საფრთხეები, შეცდომები, გაიდლაინები რომლის შესახებაც პერიოდულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და მასტერკლასები.