ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით დაფუძნებული ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბის ფარგლებში, BTU უკვე ხუთ ბრიტანულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.
თანამშრომლობის ფარგლებში, BTU-ს სტუდენტებს, შესაძლებლობა ეძლევათ საბაკალავრო პროგრამის ბოლო სასწავლო წელი გაატარონ ბრიტანეთში და მიიღონ ორმაგი დიპლომი - ქართული და ბრიტანული სასწავლებლიდან.

ბრიტანული განათლების რეგიონალურ ჰაბში საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემები უმაღლესი განათლების მიმართულებით ერთობლივ საუნივერსიტეტო პროექტებს ახორციელებენ.

სილიკონ ველი თბილისის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბი, ქვეყანას აძლევს რეალურ შესაძლებლობას გახდეს ბრიტანული განათლების ჰაბი რეგიონში, ხელმისაწვდომი გახადოს ბრიტანული განათლება, გაზარდოს საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი კადრები და განახორციელოს მათი ექსპორტი რეგიონში, პროვოცირება გაუკეთოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ბრიტანული უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მოიაზრებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედებას, ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით, ერთობლივი კვლევების და ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური პროექტების საქართველოში განხორციელებას, აგრეთვე, ბრიტანული სასწავლო მასალების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებას.

ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბის ფარგლებში, ჩიჩესტერის უნივერსიტეტი (University of Chichester) მეხუთე პარტნიორი ბრიტანული სასწავლებელია. არსებულ პარტნიორებს შორისაა რედინგის უნივერსიტეტი/ჰენლის ბიზნესის სკოლა (University of Reading, Henley Business School), სტეფორდშირის უნივერსიტეტი (Staffordshire University), ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების ბრიტანული ორგანიზაცია ACCA.

ბრიტანული განათლების რეგიონალური ჰაბის უახლოეს გეგმა ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან (Westminster University) მედია მენეჯმენტის ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეთა ციფრულ ტექნოლოგიებში გადამზადებაა.


პროგრამები: