ბიზნეს აქსელერატორი
სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცე - ბიზნეს აქსელერატორი, დაკომპლექტებულია ბიზნეს ტრენერებით, კონსულტანტებითა და მენტორებით.

მთელი წლის განმავლობაში, სტუდენტს აქვს საშუალება იმუშაოს სილიკონ ველი თბილისის სამუსაო სივრცეში - ბიზნეს აქსელერატორში სხვადასხვა მიმართულებით.  ბიზნეს აქსელერატორის სივრცეში მთელი წლის განმავლობაში ტარდება: საჯარო ლექციები,  გადამზადებები, ღონისძიებები, სტარტაპების დემო დღე, BootCamp-ები, workshop-ები, ჰაკათონები, პრეზენტაციები.

სტარტაპების დემო დღე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ყოველი სემესტრის ბოლოს ტარდება. სტუდენტები საუკეთესო სტარტაპ იდეების პრეზენტაციას ყველა დაინტერესებული პირვების წინაშე აკეთებენ.