Bitfury-ს ბლოკჩეინ ლაბორატორია
პირველად საქართველოში, კომპანია Bitfury Group-ს და BTU-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი Bitfury-ს ლაბორატორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიხსნა.

სწავლება და გადამზადება ბლოკჩეინ სისტემების დეველოპმენტის მიმართულებით, მისი ინტეგრირება ორგანიზაციულ პროცესებში, ვორკშოპები და სემინარები, მაღალტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერა - ის მიმართულებებია რომელიც ლაბორატორიაში მიმდინარეობს.  


BTU BLOCKCHAIN LAB-ის ფარგლებში, სამბრელასთან პარტნიორობით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან:
  • რა არის ბლოკჩეინი?
  • ბლოკჩეინის შექმნის ისტორია;
  • ბლოკჩეინ ალგორითმები;
  • pos და pow ბლოკჩეინი;
  • განსხვავება ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ბლოკჩეინს შორის;
  • სმარტ კონტრაქტები და მათი უპირატესობები;


ტექნოლოგიების ყოველწლიური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა სემინარი და ვორკშოფი - ბიტქოინი, ბლოკჩეინი და დეცენტრალიზირებული აპლიკაციების მიმართულებით