ციფრული სტარტაპ ბუთქემფი

გაზაფხულის დისტანციური ბუთქემფი

ბრიტანეთის საბჭოს პროექტ "შემოქმედებით ნაპერწკალის" ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, ვესტმინსტერის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, 28-29 მარტს ინტენსიური სტარტაპ ბუთქემფი დისტანციურად ჩაატარა. 4 აპრილს კი მონაწილე სტარტაპების დემო დღე ჩატარდა. 

კორონავირუსის ინფექციის (COVID - 19) გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით ბუთქემფი ჩატარდა დისტანციურად. 


ბუთქემფის ინტენსიური სესიების დროს, შერჩეულმა სტარტაპებმა მენტორის დახმარებით იმუშავე იდეისა და ბიზნეს გეგმის სრულად დახვეწაზე და ერთ წუთიანი ვიდეო ფიჩის მომზადებაზე.

ბუთქემფის მონაწილეებმა ინტენსიური სესიების შემდეგ ჩაწერეს ერთ წუთიანი ვიდეოები.

BTU- გაზაფხულის დისტანციური ბუთქემფი, სტარტაპი The why not gallery- გამარჯვებით დასრულდა და 1000 ლარი პრიზი გადაეცა.

ბუთქემფის ყველა მონაწილეს მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ პროექტ "შემოქმედებითი ნაპერწკალის" ფარგლებში დაგეგმილ იდეაფესტის კონკურსში. იდეაფესტის გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს 1000 ფუნტის ოდენობით.

ბუთქემფის მონაწილე სტარტაპებს საშუალება ექნებათ მაისში შეავსონ აპლიკაციები ბრიტანეთის საბჭოს პროგრამა “შემოქმედებითი ნაპერწკლის” ფარგლებში "Big Idea Challenge"-ში მონაწილეობისთის.

გაზაფხულის დისტანციური ბუთქემფის მენტორი

გიორგი კინწურაშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო ინოვაციების მენეჯერი. სტარტაპ მენტორი. ინოვაცია და მწარმეობა კურსის ლექტორი.



შერჩეული სტარტაპები:  Live Caller, TTM, Tripify.co, Zerobully, Zero Effect, Magaliti.com, Why Not Gallery, Muza, Villam, One Bite Energy და Ringo. 



ჩატარებული ბუთქემფის პროგრამა: მარტი 28 (12:00 - 15:00) 
შესავალი

  • პროექტის და პროგრამის გაცნობა დამსწრეებისთვის
  • მონაწილე სტარტაპების გაცნობა


პრობლემის აღწერა

  • პრობლემის აღწერის მთავარი კომპონენტები
  • პრობლემის კანვასი 
  • Case: 2019 წლის “Big Idea Challenge”-ის ფითჩინგის ვიდეო ჩვენება და განხილვა

იდეის აღწერა

  • მთავარი კომპონენტები იდეის აღწერისთვის
  • ფიჩი და Power ფიჩი
  • Case 2: 2019 წლის “Big Idea Challenge”-ის ფითჩინგის ვიდეო ჩვენება და განხილვა

შემოსავლის წყაროები

  • ფასსწარმოქმნის სტრატეგიები
  • Case 3: 2019 წლის “Big Idea Challenge”-ის ფითჩინგის ვიდეო ჩვენება და განხილვა

სამიზნე აუდიტორია

  • სეგმენტაციის ტიპები
  • ბაზრის ზომის განსაზღვრა
  • Case 4: 2019 წლის “Big Idea Challenge”-ის ფითჩინგის ვიდეო ჩვენება და განხილვა

ფიჩინგი

  • ფიჩინგი ტრენერთან


29 მარტი - 12:00 - 16:00 ინდივიდუალური კონსულტაციები მენტორთან

4 აპრილი - 12:00 -13:00 
დემო დღე


დისტანციური ბუთქემფის გამარჯვებული სტარტაპი 


Why Not Gallery 
ორი მეგობრის, ხელოვან გვანცა ჯიშკარიანის და კურატორ ელენე კაპანაძის საერთო პროექტია. გალერეა წარმოადგენს ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დაკანონებული მეინსტრიმ ნარატივის ნაწილი არ არიან და მათი შემოქმედება ხშირად შეუმჩნეველი რჩება. პროექტი დაიწყო როგორც ექსპერიმენტი, შესაბამისად იგი მიესალმება ყველა სახის კრეატიულ ექსპერიმენტაციასა და მცდელობას. გუნდის მიზანია გამოფინოს ხელოვნება, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოა ვიზუალურად, აქვს ძლიერი შინაარსი და აქტუალურ თემატიკას ეხება.

The Why Not Gallery 2018 წლიდან არსებობს როგორც თანამედროვე ქართველი და უცხოელი ხელოვანებისთვის პლატფორმა იდეების გაცვლისა და ნამუშევრების შექმნისთვის. 2019 წელს, გალერეამ gift shop-იც დაიმატა რისი მიზანიც ქართულ ბაზარზე არსებული ნიშის შემქნა და შევსება იყო - ეს ნიშაა თანამედროვე ხელოვანების მიერ შექმნილ შეზღუდული რაოდენობის ნივთების სერიები, რომელთა შეძენეითაც ადამიანებს საშუალება ეძლეოდათ ჰქონოდათ როგორც არტისტის ნამუშევარი შედარებით დაბალ ფასად და ასევე ძალიან ლამაზი და მაღალი ხარისხის ნივთები.  მსგავსი ნივთების პრეცედენტი ქართულ ბაზარზე არ არსებობდა და ყველა მუზეუმის მაღაზიაშიც კი ვერ იპოვიდით მოქმედი ქართველი ხელოვანების საინტერესო ნამუშევრებს. 2019 წლიდან დღემდე, გიფტ შოპმა ხელოვანებთან კოლაბორაცით შექმნა 20ზე მეტი ექსკლუზიური ნივთი და სხვადასხვა გალერეასთანაც წარმატებით თანამშრომლობს.