ციფრული დასაქმების ფორუმი


ბიზნესისა და ტეექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების პირველი ციფრული ფორუმი, რომელიც მხოლოდ დისტანციურად შესასრულებელ სამუშაო პოზიციებს გააერთიანებს - 


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი პირველ სტუდენტურ დასაქმების ფორუმს გამართავს, რომელიც მხოლოდ დისტანციურად შესასრულებელ სამუშაო პოზიციებს გააერთიანებს - დასაქმების ფორუმი ჩატარდება ციფრულად.

ინიციატივას უერთდება საქართველოში არსებული მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ფორუმი უნივერსიტეტის პროექტ ,,დაასაქმე SmartStudent’’-ის ფარგლებში განხორციელდება და მისი ფორმატი აგრეთვე დისტანციური იქნება.
ერთიან ციფრული პლატფორმაზე ყველა დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიცია, CV-ს ელექტრონული ფორმა, გასაუბრების ონლაინ ჩატარების სივრცე და ცენტრის მიერ გაწეული საკონსულტაციო სერვისები გაერთიანდება.

ფორუმის პარალელურად, კარიერული განვითარების ცენტრი გამართავს მოამზადევს ვიდეოს თემაზე ,,როგორ გავხდე ფრილანსერი’’ და ხელს შეუწყობს ყველა დაინტერესებულ პირს, მოიძიონ დისტანციურად შესასრულებელი სამუშაოები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ციფრული დასაქმების ფორუმი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდება 12 აპრილს.