ონლაინ ბიზნეს კლინიკა

 


სტარტაპებისთვის, მცირე და საშუალო ზომის ბიზესისთვის, BTU-ს ონლაინ ბიზნეს კლინიკა აგრძელებს ფუნქციონირებას. 

კლინიკა დაფუძნდა საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდაჭერის მისიის საპასუხოდ და ფუნქციონირებს მეწარმეთათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის და მხარდაჭერის მიზნით. ბენეფიციარებს, სრულიად უსასყიდლოდ, შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კონსულტაცია სტარტაპის ბიზნეს მოდელის, სტრატეგიული დაგეგმვის, ციფრული ტრანსფორმაციის და პროცესების დიჯიტალიზაციის, საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის, ფინანსებთან წვდომის თუ სხვა აქტუალური თემების გარშემო.

ონლაინ ბიზნეს კლინიკის საკონსულტაციო ჯგუფი შედგება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისგან, მეწარმეობის ადგილობრივი და ბრიტანელი ექსპერტებისგან და ეკოსისტემის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

ონლაინ კონსულტაცია გაიმართება კვირაში ერთხელ და მას უხელმძღვანელებს ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მეწარმეობის მიმართულებით, თამთა გველესიანი.

ონლაინ კონსულტაციები ბიზნეს კლინიკის ფარგლებში გაიმართება 2020 წლის მაისის ჩათვლით და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • ბიზნეს პროცესების გაციფრულება, დისტანციური სერვისების შეთავაზება;
  • სტარტაპის მართვის სტრატეგიული დაგეგმვა;
  • სტარტაპის ბიზნეს მოდელის დაგეგმვა, ფინანსური მოდელის დაგეგმვა;
  • მეწარმის წვდომა ფინანსებთან, ფინანსირების ალტერნატიული გზები;
  • მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები;
  • სხვა აქტუალური საკითხები სტარტაპის ყოველდღიურ საქმიანობაში.



მსურველ ბენეფიციარს, რეგისტრაციის გავლა შეუძლია მითითებულ ბმულზე