დისტანციური სესიები

დისტანციური სესიები - ინოვაციების, ტექნოლოგიების და მეწარმეობის მიმართულებით

 
 
სესიები ონლაინ რეჟიმში მეწარმეობის, ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით აერთიანებს ვიდეო ბლოგებს, ავატარის ლექციებს, ელექტრონულ რიდერებს და პოდქასთებს. 

ავატარის ვიდეო ლექციების მომზადება BTU-ს სტუდენტის მიერ დაარსებული კომპანია ,,SYSTEM CORP.''-ის მიერ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით ხდება.
დისტანციური სტატრაპ სესიები საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით.

დისტანციური სესიები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ.

სტარტაპ სესიებში მონაწილეობენ წარმატებული სტარტაპები, მეცნიერები, მკვლევარები, სამოტივაციო სპიკერები და ტრენერები. 



ვიდეო ბლოგების თემატიკა:

 

 
ელექტრონული რიდერები:

 


ავატარის სესიები, მეწარმეობა და ტექი





დამატებითი მასალები:

  • MIT-ს გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, 2020 წლის 8-30 იანვარს გაიმართა. ლაბის ფარგლებში გამოყენებული სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის ნაწილი ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის - MIT, Entrepreneurship 101

  • Microsoft-თან პარტნიორობით უნივერსიტეტში მიმდინარეობს სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური პროექტი, ფუნქციონირებს ლაბორატორია, ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო მასალები. მასალებსა და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ნაწილზე წვდომა ღიაა ყველა მსურველისთვის - Microsoft, Azure

  • HP-ს ახალი ინიციატივა, სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა და ეკოსისტემის მხარდაჭერაა, რომელსაც Life პლატფორმით ახორციელებს. პლატფორმა ეტაპობრივად ახდენს კანდიდატთა სერტიფიცირებას და ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის - HP Life

  • Henley-ს მეწარმეობის ცენტრი ჩვენს სივრცეში ერთობლივი სამეწარმეო ცენტრის ფორმატში ფუნქციონირებს. ცენტრი ევროპული რეიტინგების მოწინავე ადგილს იკავებს და მისი მისია და მიზნები ნათლად ასახავს იმ შესაძლებლობებს, რაც ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში უჩნდებათ ჩვენს სტუდენტებს თუ პარტნიორებს - წარმოშობა, მისია და მისწრაფებები


Westminster-ის უნივერსიტეტის მასალები Canvas Business Model - ის შესახებ

  • Part 1 - პაროლი: BMC24MARCH
  • Part 2 - პაროლი: BMC24MARCH






"Wednesday Webinars" - წარმოადგენს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივას, რომელიც ეხმაურება გლობალურ გამოწვევას და წარმოადგენს შესაძლებლობას საქართველოში და მათ შორის მთელ მსოფლიოშიც ბიზნესის განვითრების ხელშესაწყობად.










დამატებით შესაძლებლობები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვის:



  • GitHub student pack -  გარდა ონლაინ საცავისა და ვერსიონირების პლატფორმა GITHUB-ისა, სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ Github student pack ში შემავალი 80-ზე მეტი გარე სერვისი უფასოდ, მიიღონ კრედიტი ან სხვადასხვა შეღავათი გარკვეული დროით.
 
  • Autodesk education საშუალებას აძლევს სტუდენტებს უფასოდ მიიღონ წვდომა კომპანიის ისეთ ცნობილ პროგრამულ პაკეტებზე როგორიცაა Maya, Revit, Civil 3d, 3Ds.Max, Fusion 360

 
  • Amazon Educate პორტალზე სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსები, ასევე ისინი მიიღებენ 150$ კრედიტს ამაზონის ვებსერვისებისთვის და შეძლებენ საკუთარი პროექტების განხორციელებას მსოფილოს უდიდეს ღრუბლოვან სისტემაში. 
 
 
  • JetBrains - ის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ Premium პროდუქტების უფასოდ გამოყენება სპეციალური ლიცენზიით. შესაძლებელია ისეთი პროდუქტების გამოყენება როგორიცაა IntelliJ IDEA Ultimate, Pycharm, PhpStorm, WebStorm  და სხვები.