Citadel

ამერიკულმა სამხედრო კოლეჯმა Citadel-მა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი 2018 წელს გააფორმა.


მემორანდუმის ფარგლებში სამხედრო სასწავლებლის კადეტები საქართველოში 3 კვირით ჩამოვიდნენ და უსაფრთხოების მიმართულებით გადამზადების კურსი გაიარეს.

გადამზადების კურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში  სა­ქარ­თვე­ლოს ატ­ლან­ტი­კუ­რმა საბჭომ ჩაატარა. 

Citadel მსოფლიოს მოწინავე სამხედრო კოლეჯია, რომელიც აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს.

სტუდენტებისა და პროფესორებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი BTU-ს 2019 წლის ზაფხულში ეწვია. უნივერსიტეტის ინოვაციური პროგრამები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადამზადების პროგრამა, ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა იმ მიზეზებს შორის დასახელდა, რის გამოც Citadel-მა არჩევანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტზე გააკეთა.

Citadel-ის სამხედრო კოლეჯი 1842 წელს გაიხსნა, კოლეჯის კურსდამთავრებულებით დაკომპლექტებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მთავრობები და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები. ფორბსის სარეიტინგო სისტემების მიხედვით, ციტადელის სამხედრო კოლეჯი გახსნის დღიდან, ლიდერებს შორისაა, სამხედრო სწავლების მიმართულებით. სარეიტინგო სისტემები: Military Times, U.S. News Ranking, Best Value Among Public Colleges, და სხვა.


მედია დაფარვა:
https://www.youtube.com/watch?v=WJLBBfSDaxc