დმანისის პროექტი

ბიზნესისა
და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტის მიზანია, დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების, ცხოველთა განამარხებული ნაშთებისისა და ქვის იარაღების გაციფრულება და მათი პირვანდელი იერსახის 3D ფორმატში აღდგენა.  მუზეუმში მისულ დამთვარიელებელს უკვე აქვს საშუალება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი  აპლიკაციის მეშვეობით გაფართოებულ რეალობაში (AR) გააცოცხლონ ისინი და ნახონ თუ როგორი ჩვევები და თავისებურებები ჰქონდათ დმანისში აღმოჩენილ ჰომინიდებს.
პროქეტზე მუშაობა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა „აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის IT ჯგუფ­მა და ორმა სტუ­დენ­ტმა ვი­მუ­შა­ვეთ. ძალი­ან ბევ­რი დე­ტა­ლი იყო გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი: ადა­მი­ა­ნის კა­ნის ფერი, სტრუქ­ტუ­რა, თვა­ლე­ბი... შემ­დეგ კი უკვე შექ­მნი­ლი მო­დე­ლე­ბის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ჩატ­ვირ­თვა.  აღსანიშ­ნა­ვია, რომ აპ­ლი­კა­ცი­ას აქვს ია­ტა­კის ამოც­ნო­ბის ფუნ­ქცია, შე­დე­გად მო­დე­ლი უფრო რე­ა­ლუ­რია,“ – აღ­ნიშ­ნა ბინ­ზე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუდენ­ტმა, ოთარ ტერ­ტე­რაშ­ვილ­მა.  პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია , ზეზვასა და მზიას მულაჟის პრეზენტაცია უკვე გაიმართა. გარდა ამისა პროექტის ფარგლებში იგეგმება აღმოჩენილი არტიფაქტების 3D  მოდელების რეალურ გარემოში ინტეგრაცია და მათი ერთიანი ვიზუალიზაცია, თავდაპირველი მდებარეობების მიხედვით. მუზეუმის ვიზიტორები შეძლებენ ნახონ საქართველოს ტერიტორიაზე გადანაწილებული იმ არტიფაქტების პირვენდელი მდებარეობა, რომლებიც კონკრეტულად დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიოტორიაზე იქნა აღმოჩენილი.