საქართველოს ტექნოლოგიური ფესტივალი

ბიზნესისა
და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში,
26 მარტს სილიკონ ველი თბილისში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ფესტივალი ჩატარდა.

მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ბრენდები, ტექ-სტარტაპერები და საქართველოს ლიდერი აიტი კომპანიები, ერთ სივრცეში, ტექნოლოგიების უახლესი ტრენდების გარშემო გაერთიანდნენ.

ფესტივალის
ფარგლებში გაიმართა: ტექნოლოგიური ფესტივავლის ოფიციალური გახსნის ცერემონია, პანელური დისკუსია, მსოფლიოს უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოფენა software/hardware და TechTalks - მსოფლიოში არსებული უახლესი ტექტრენდების მიმოხილვა.

„SMART სტუდენტის“ ფარგლებში კომპანიებმა სტუდენტებისათვის ვაკანსიები წარმოადგინეს. აღსანიშნავია რომ
საქართველოს ტექნოლოგიების ფესტივალის ფარგლებში შედგა სამუშაო შეხ­ვედრა ტექნოლოგიების დარგის სპეციალისტებთან საგანმანათლებლო პროგ­რამის შინაარსის, განხორციელების და შემდგომი რეკომენდაციების განხილვის მიზნით. 
 
პანელური დისუსიაში მონაწილეობა მიიღეს :

ავთო კასრაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
ანდრო რურუა - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი
მარიამ შარანგია - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
ნინო ენუქიძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანი
ნიკოლოზ გოგოჭური- VREX
სანდრო კანდელაკი - Spark სპარკი
გივი ბერიძე - Edison
ლაშა ანთაძე - Shelf Network
დაჩი ჭოლაძე - Pulsar AI
სანდრო მჭედლიშვილი - Smarter.ge
დიტო აბულაძე - Smarter.ge
მერაბ ლაბაძე - ინოვაციური განათლების ფონდი
დავით მირველაშვილი - კრეატიული განვითარების ცენტრი
ზურაბ პერტაია - Techub
გიორგი კინწურაშვილი - Bog Fintech 
გიორგი ესვანჯია - TTM
გიორგი დანელია - Copter tech
დისკუსიის მოდერატორი - გიორგი შარაშიძე.
 
TechTalks-ის სპიკერები  

ხელოვნური ინტელექტი/ მანქანური სწავლება - დაჩი ჭოლაძე, Pulsar AI;
ნივთების ინტერნეტი, მომავალი ინდუსტრიული რევოლუცია - გივი ბერიძე, Edison;
ბლოკჩეინ ტექნოლოგია ლაშა ანთაძე Shelf Network;
გაფართოებული და ვირტუალური რეალობა ნიკოლოზ გოგოჭური, VREX;
შენობა ნაგებობების ავტომატიზირება და ჭკვიანი ტექნოლოგიები სამშენებლო სფეროში - სანდრო მჭედლიშვილი, დიტო აბულაძე, smarter.ge
 
ფესტივალზე წარმოდგენილი კომპანიები :

HP, IBM, Lenovo, DELL, Microsoft, HP Enterprise, Syntax, Spectre, Orient Logic, LAB, MUK, BETA, Allmarket.ge, GRENA, Bitfury, Techub, Edison, Shelf network, Vrex, Pulsar AI, smarter.ge, HTS