კოდინგის სკოლა ქალებისათვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით და გაეროს გლობალური კომპაქტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჩამოყალიბდა სოციალური პროექტი სახელწოდებით  “კოდინგის სკოლა ქალებისთვის’’. რომელშიც მონაწილეობა 20-მა ბენეფიციარმა მიიღო. 
კოდინგის სკოლის მონაწილეები სწავლობენ დინამიური ვებ გვერდების შექმნასა და მათ მართვას. 
პროექტი მიზნად ისახავს:


  • ქალთა როლის გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში;
  • ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესებას;
  • ყველა რეგიონში მცხოვრებ ქალთა ჩართულობის ზრდას საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
  • მათი ცოდნის გაღრმავებას და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.

პროექტში მონაწილე ბენეფიციარისთვის, პროგრამა სრული დაფინანსებით ხორციელდება. პროგრამა თბილისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავს ბენეფიციარებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. 


პროგრამირების ენა JavaScript, Node js, Express js, WebSocket, JSONP, AJAX და სხვა დამატებები, HTML & CSS, ვებ ინტერფეისების და პროგრამების შედგენა, React.js, ვებ აპლიკაციების ტესტირება, სერვერული მხარის (backend) პროგრამირების საფუძვლები.

პროგრამის ხანგრძლივობა: 6 თვე.


გაიცანით პროექტის მონაწილეები 




alt 
კოდინგის სკოლის სტუდენტი - ანა თვალიაშვილი

ყოველთვის მაინტერესებდა თანამედროვე ტექნოლოგიები, პროგრამირება და დღემდე ვცდილობ, მუდმივად ჩავერთო ამ კუთხით შემოთავაზებულ
სხვადასხვა ღონისძიებებში. როდესაც აღნიშნული პროექტის შესახებ გავიგე, ძალიან დავინტერესდი, ვინაიდან პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ვებ აპლიკაციების შექმნისა და მართვისათვის საჭირო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. ვფიქრობ, რომ პროექტის
განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება ამ სფეროში საკუთარი თავის დამკვიდრებასა და წარმატებულად მოღვაწეობაში.



alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - ანი კაჭკაჭაშვილი

ძირითადი მიზეზი, რის გამოც ამ პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე არის ის, რომ ტექნოლოგიურ სფეროში იქნმება უამრავი ინოვაციური პროდუქტი, რომელსაც სასიკეთო ცვლილებები მოაქვს ჩვენი საზოგადოებისთვის და მინდა რომ მეც ამ პროცესების ნაწილი ვიყო. ქალების ჩართულობის წახალისება ტექნოლოგიურ სფეროში ამ პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩემთვის. შესაბამისი სქილებით შეიარაღებულ ქალებს, ბევრად მეტი დოვლათის შექმნა შეუძლიათ საზოგადოებისთვის. მიხარია, რომ საქართველოში არსებობს ასეთი პროექტების ინიციატორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სახით.



alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - ელიკო ვარძელაშვილი

24 წლის ასაკში გადავწყვიტე სრულიად შემეცვალა პროფესია, რადგან დავინტერესდი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროთი. მსურს ამ სფეროში თავის დამკვიდრება და უკვე ერთი წელია აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა პროექტებში. „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ პროექტში მონაწილეობისას ვფიქრობ, გავიღრმავებ თეორიულ ცოდნას და მივიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც შემდგომში დამეხმარება პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში.


alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - თაკო გობეჯიშვილი

კოდინგის სკოლის პროექტს ახორციელებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც პროფესიონალთა გუნდითაა დაკომპლექტებული და
ყოველთვის საინტერესო პროექტებს ახორციელებს. კოდინგის სკოლა არის უნიკალური პროექტი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ აღნიშნულ სფეროსთან შეისწავლონ პროგრამირების საფუძვლები, დასაქმდნენ ამ სფეროში და განვითარდნენ. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე დავინტერესდი კოდინგის სკოლის პროექტით და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო, რადგან ჩემი ინტერესი დიდია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.


alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - თამარ გოცირიძე

მიმაჩნია, რომ სკოლა მომცემს იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც ვთვლი, რომ ჩემში, როგორც დამწყებში, გაღრმავებას საჭიროებს. საკმაოდ ვარ დაინტერესებული IT სფეროთი. იმდენად, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მაინორად ამ სფეროს საგნები მაქვს არჩეული. ამასთან, ინტერნეტ სივრცის საშუალებით, ვცდილობ თავადაც შევისწავლო HTML-ის, CSS - ისა და javascript - ის საფუძვლები, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ კმარა. ქალთა კოდინგის სკოლა საშუალებას მომცემს, სიღრმისეულად შევისწავლო ზემოაღნიშნულნი და არა მხოლოდ, რაც დიდწილად დამეხმარება კარიერულ წინსვლასა და წარმატებაში. ვთვლი, რომ დღევანდელ რეალობაში აუცილებელია ადამიანი ბიზნესუნარებთან ერთად ფლობდეს ელემენტარულ ცოდნასაც ამ სფეროში, თუმცა მე ელემენტარულზე გაცილებით მეტი მინდა, შევიმეცნო. მსურს, ერთ-ერთი მოწინავე ვიყო პროგრამირებაში, ამ სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი, დარწმუნებული ვარ, რომ ამის გარანტი იქნება. ყველაფერთან ერთად, მხარს ვუჭერ იდეას, რომ მნიშვნელოვანია ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში, შესაბამისად მსურს, მეც შევიტანო წვლილი ამ აქტიბობაში, გავხდე ნათელი მაგალითი სხვებისთვის და ოდნავ მაინც გამოვასწორო უთანასწორო სტატისტიკა.


alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - თამუნა კაკაბაძე

XXI საუკუნეში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უშუალო კავშირშია ტექნოლოგიებთან და უფრო მეტიც, მის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ყოფა. აქედან გამომდინარე ვცდილობ მეც ფეხი ავუწყო ინოვაციებს და გავხდე კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე. რაც შეეხება ჩემს დაინტერესებას პროექტით ,,კოდინგის სკოლა ქალებისათვის“ , სადაც შესაძლებლობა მაქვს შევისწავლო რამოდენიმე პროგრამული ენა, გავხდე Junior Front End Developer- ეს არის შანსი დავეუფლო ახალ პროფესიას და მივიღო ახალი გამოწვევები. პროფესიას არ აქვს სქესი და მე მჯერა რომ ეს პროექტიც იქნება ამის დასტური.


alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - თეო ზანგურაშვილი

დღევადნელ სწრაფად განვითარებად სამყაროში, ვფიქრობ ყველა სფეროსთვის მნიშვნელოვანია ფეხი აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, თუ უნდა რომ კონკურენტუნარიანი დარჩეს, სწორედ ამიტომ ჩავერთე კოდინგის სკოლაში, რომლისგანაც ვთვლი რომ იმ მნიშვნელოვან ცოდნას მივიღებ, რომელიც მომავალში უფრო საინტერესოს გახდის ჩემს საქმიანობას, ასევე მსურს კურსის დასრულების შემდეგ თავად შევუწყო ხელი ამ სფეროთი ქალების დაინტერესებასა და მათი ჩართულობის ზრდას.


alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - თეონა ტილკავაშვილი

უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩემი, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სამუშაო დაკავშირებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან, კერძოდ მეორე წელია ვსწავლობ ჯიპა-ში ახალი მედია ტექნოლოგიების ინჟინერიის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე. ამ ხნის განმავლობაში შეხება მქონდა განსხვავებული საჭიროებების პროგრამებთან, კერძოდ ვსწავლობ როგორც Front-End-ს ასევე Back-End-ს; ყოველი სემესტრის ბოლოს ვაკეთებ პროექტებს, სადაც მიწევს სხვადასხვა საკითხების განხილვა, თეორიული ცოდნა გადამაქვს პრაქტიკაში, რის შედეგადაც მივიღე საკმაო გამოცდილება: ვებ-გვეერდის ვიზუალური მხარის აწყობაში, მონაცემთა ბაზების შექმნასა და ამ ორის ურთიერთდაკავშირებაში. ამ პროგრამულმა ენებმა, მომცა კომპლექსური ცოდნა პროგრამირებაში.
ამ კურსით ჩემი დაინტერესება არის ერთგვარი გამოწვევა, რადგან ვფიქრობ, რომ მიღებული გამოცდილება დამეხმარება პროფესიულ განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებაში. გარდა ამისა, საშუალებას მომცემს, დავეუფლო ახალ პროგრამულ ენებს.

alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - მაკა დეველაშვილი

ეს პროექტი ჩემთვის არის ახალი შესაძლებლობა, ვისწავლო და გავიღრმაო ცოდნა პროგრამირებაში.
ეს დამეხმარება, როგორც ქალს ვიყო წარმატებული ტექნოლოგიების სფეროში. დიდი ხანი არ არის რაც პროგრამირებით დავინტერესდი, ვფიქრობ დაუძლეველი ბარიერი არ არსებობს და მომავალში გავხდები კონკურენტუნარიანი ამ სფეროში.


alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - მარიამ დემურაშვილი

„კოდინგის სკოლაში“ მონაწილეობა ჩემთვის ერთგვარი პორტალია, რომელიც პროგრამირების განზომილებაში გადამიყვანს. მიხარია, რომ ამ პროექტის ბენეფიციარი ვარ, რადგან ვთვლი, რომ ეს კურსი დამეხმარება ვებპროგრამირების საფუძვლიანად შესწავლაში და შემდგომ ამავე მიმართულებით დასაქმებაში. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს STEM მიმართულებებით ქალთა როლის გაძლიერება, მოტივაციას მმატებს ის ფაქტი, რომ საქართველოც უერთდება ამ ყველაფერს და „კოდინგის სკოლის“ სახით ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ქალებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ პროგრამირება და ეს ცოდნა გამოიყენონ საკუთარი კარიერული წინსვლისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, რომ შანსი მაქვს სრული დაფინანსებით ვისწავლო ვებ–პროგრამირება. მჯერა, კოდინგის სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი იქნება და პროექტის ბოლოს საქართველოს ერთით მეტი პროფესიონალი ქალი პროგრამისტი ეყოლება ჩემი სახით.


alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - მარიამ ჭოხონელიძე

პროექტით დავინტერესდი მისი მიზნიდან გამომდინარე. ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიების სფეროში და ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაზრდა მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის განვითარებისთვის.ასევე კურსის გავლით შევიძენ იმ ცოდნას , გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს რაც დამეხმარება, რომ მომავალი დავუკავშირო ტექნოლოგიების სფეროს.


alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - მარიამ ხევიაშვილი

21-ე საუკუნეში ყველა სფეროში შეაღწია ახალმა ტექნოლოგიებმა, პროგრამირება კი შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანი პროფესია გახდა. როდესაც გავიგე კოდინგის სკოლის შესახებ, რომელიც სრულიად უფასოდ მაძლევდა შანსს მესწავლა პროგრამირება, გადავწყვიტე მეცადა ბედი შემესწავლა ჩვენი დროის ყველაზე მოთხოვნადი პროფესია და შევავსე აპლიკაცია. ძალიან გამიმართლა, რადგან გავხდი ამ პროგრამის მონაწილე და რეალობამ კი მოლოდინს გადააჭარბა, რადგან პროექტი მიჰყავთ კვალიფიციურ ლექტორებს და სწავლისათვის შექმნილია საუკეთესო გარემო.


alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - ნათია ხატისაშვილი

როდესაც ბაკალავრიატზე ჩავაბარე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე მათემატიკის განხრით პირველად მაშინ მქონდა შეხება პროგრამირებასთან და მის ენებთან.რასგან მათემატიკის განხრით ვსწავლობდი მხლოდ ერთი სემეტრი მქონდა შეხება ამ საგნებთან,სწორედ მაშინ დავინტერესდი ამ სფეროთი.და ვფიქრობ რომ მათემატიკის სწავლისას მიღებული უნარ-ჩვევები გამომადგება ამ სფეროს სწრაფად ათვისებაში.ასევე ნასწავლი მაქვს ფინანსები და მგონია რომ ამ სფეროშიც ძალიან გმაომადგება თქვენთან მიღებული ცოდნა.რადგან უკვე მქონია შეხება c++,wolfram mathematica,matlab პროგრამებთან და ადაპტირებული ვარ უკვე მსგავსი ტიპის ენების სპეციფიკასთან ვფიქრობ რომ სწრაფად და ხარისხიანად შევძლებ ათვისებას სხვა ენებისაც.


alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - ნათია ჯულუხაძე

კოდინგის სკოლა დამეხმარება გავიფართოვო ჩემი თვალსაწიერი და დავეუფლო მომავლისთვის იმ აუცილებელ უნარებს, რომელთა მეშვეობითაც შევძლებ პიროვნულ და კარიერულ განვითარებას. სკოლის მაღალი კლასების პერიოდში განსაკუთრებულად მიყვარდა მათმატიკა, კანონზომიერება, პრობლემური ამოცანები, მათი ამოხსნის გზების ძიება, დიაგრამები, ფუნქციები და ლოგარითმები. დარწმუნებული ვარ, ამგვარი ინტერესი შეიძლება ასახულ იქნა კოდინგში. ამ პერიოდისთვის კოდინგის საფუძვლებს დამოუკიდებლად ვეუფლები, რაც ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. აღნიშნული სკოლა ჩემთვის იქნება ერთვარი პლატფორმა, რათა შევძლო პროფესიონალებთან ერთად სრულყოფილი ცოდნის მიღება და სხვადასხვა პრორმაული ენის შესწავლა.


alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - ნატა მუჯირიშვილი

კოდინგის სკოლის შესახებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გავიგე და მაშინვე დავინტერესდი, რადგან პროგრამირების მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა. დეტალების გარკვევის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემთვის ეს იყო დიდი ხნის სურვილის ასრულების და პროგრამირებაში პრაქტიკული ცოდნის მიღების რეალური შესაძლებლობა. ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია, მალევე შევავსე განაცხადი. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე გავხდი. ჩემთვის პროგრამირება ახალი, საინტერესო და მისტიური სამყაროა. პროგრამირებაში ყველაზე მეტად მომწონს უსასრულო შესაძლებლობები და მუდმივი პროგრესი. ის, რომ ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთობის შედეგად იქმნება რაღაც ახალი და ღირებული.

alt
კოდინგის სკოლის სტუდენტი - ნატალია ქავთარაძე

ნებისმიერ ინოვაციურ ბიზნეს იდეას სჭირდება საბაზო ტექნოლოგიური უნარების ცოდნა, ასევე უმეტესი სამუშაო ადგილი ციფრული ტექნოლოგიის ცოდნას მოითხოვს. სტარტაპ იდეა ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ ტექნოლოგიურად მისი განხორციელების შესაძლებლობა ბევრ სივრცეში არაა.
თქვენს სკოლაში შესაძლებელია, როგორც მაღალი ხარისხის განათლების მიღება, იდეების სრულყოფილად განვითარება, ტექნოლოგიური უნარების განვითარება და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომ გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაძლიერებას საქართველოში.
პროგრამირება ერთ-ერთი მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. სტატისტიკური ანალიზით მიიჩნევა, რომ ეს არაა ქალის სპეციალობა, ქალებს არ გვაქვს საშუალება ბვქონდეს თანაბარი შესაძლებლობები.ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებულ ქალთა რიცხვიც ძალიან დაბალია საქართვრლოში.მომწონს ის, რომ შანსი მომეცა (ასაკის მიუხედავად) შევისწავლო სრულიად უფასოდ კოდინგი, ვებ პროგრამირება, მობილური აპლიკაციების პროგრამირება და ასევე მომწონს ძალიან რომ მოქნილია ქალისთვის, სახლიდან გაუსვლელად მუშაობა. რთული შეიძლება მოგვეჩვენოს დასაწყისისთვის, მაგრამ იმდენად დიდია მოტივაცია,რომ ნებისმიერი სირთულის დაძლევაა შესაძლებელი.


alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - ნინა ფირცხალავა

პირველი ქალთა კოდინგის სკოლის შესახებ შევიტყვე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ფეისბუქ გვერდზე. ტექნოლოგიები, პროგრამირება, ვებდიზაინი - ეს მიმართულებები ბავშვობიდანვე მაინტერესებდა და რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივის გაგების შემდეგ, დაუყოვნებლივ შევავსე სარეგისტრაციო ფორმა.  ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ გავხდი ამ პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარი და მომეცა შესაძლებლობა შემდეგი 6 თვის განმავლობაში შევისწავლო ვებ პროგრამირება, გამოვიყენო ეს ცოდნა პრაქტიკაში და დავეუფლო ახალ პროფესიას.


alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - ნინუცა ვარდოსანიძე

ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, დამეწყო ისეთი საქმის შესწავლა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე საინტერესო იქნებოდა ჩემთვის და თან მუდმივი
პროფესიული ზრდის შესაძლებლობას მომცემდა. საბოლოოდ არჩევანი შევაჩერე პროგრამირებაზე, რაც, ასე ვთქვათ, „ახალი ხილია“ ქართული რეალობისთვის და ნელ-ნელა ამ სფეროში სულ უფრო მეტი ადამიანი საქმდება. მეც სიამოვნებით ვიქნებოდი ერთ-ერთი მათგანი. მართალია, ცოტა რთული იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება - ხელი მომეკიდა სრულიად ახალი საქმისთვის, როცა უკვე დამთავრებული მაქვს ბაკალავრიატი სულ სხვა სპეციალობით, თუმცა, როცა ამ სკოლის შესახებ გავიგე, ძალიან გამიხარდა და ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა მეცადა ბედი. კი, ახალი საქმე უნდა ვისწავლო და ახალი პროფესია შევიძინო, რაც მარტივი ნამდვილად არ უნდა იყოს, თუმცა, ვფიქრობ, მთავარი მაინც მოტივაციაა.

alt კოდინგის სკოლის სტუდენტი - რუსუდან ქიმაძე

პერსონალურ კომპიუტერთან პირველი შეხებისთანავე დავრწმუნდი რომ ეს იყო ის ობიექტი რომლის ყველა დეტალიც მაინტერესებდა. მინდოდა გამეგო როგორ მუშაობდა ის და როგორ ასრულებდა ამა თუ იმ დავალებას. პირველ ეტაპზე მისი ფიზიკური აგებულებით დავინტერესდი ხოლო შემდგომ აღმოვაჩინე ამ ტექნიკური ნაწილების „მამოძრავებელი ძალა“ - კოდირება. ვებ დეველოპმენტი და ზოგადად კოდირება ჩემთვის მთავარი ინტერესის სფეროა. ეს სწორედ ის საქმიანობაა რომელიც მომცემს საშუალებას განვვითარდე და საკუთარი თავის სრული რეალიზება მოვახდინო. პროექტი „კოდინგის
სკოლა ქალებისთვის“ ჩემთვის დიდი შესაძლებლობაა ამ მიზნის მისაღწევად.


alt
კოდინგის სკოლის სტუდენტი - ქეთევან ოთიაშვილი

კოდინგი დიდი ხანია მაინტერესებს, ამ კურსამდე მხოლოდ პითონთან მქონდა შეხება და უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია ჩემში ამ სფერომ. კოდინგის სკოლის კურსის სილაბუსი საკმაოდ საინტერესოდ არის გაწერილი და გვეხმარება Junior Web Developer-ად ჩამოყალიბებაში. ეს არის კურსი, რომელზეც საკმაოდ დიდ იმედებს ვამყარებ.


მედია დაფარვა:
https://www.youtube.com/watch?v=A0nzAJGLzX0
https://www.youtube.com/watch?v=U49EotJDWEc
https://www.youtube.com/watch?v=S25EBQHhzYI