ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია

პირველი რეგიონალური ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

BTU-ში განთავსებულ ლაბორატორიაში სტუდენტებს წამყვან IT კომპანიებთან ერთად ყველა იმ პროექტზე შეუძლიათ მუშაობა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დანერგვას განათლებაში, მედიცინაში, ტურიზმში, მარკეტინგში და სხვა მრავალ სფეროში გულისხმობს.

ბიზნესისა და ტექნოლოგების უნივერსიტეტში არსებული ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია სტუდენტთა შერჩევას იწყებს. შერჩეული სტუდენტები ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში, ითანამშრომლებენ მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან, მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მათთვის გამართულ გადამზადების პროგრამებში, აიმაღლებენ კვალიფიკაციას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ფართომასშტაბიან პროექტებში მონაწილეობით, წლის ბოლოს მიიღებენ ლაბის სპეციალურ სერტიფიკატს და პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების შესაძლებლობას.

იხილეთ პროექტები, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს მოუწევთ მუშაობა:

 ხელოვნური ინტელექტი განათლებში;
 ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში;
 ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში;
 ხელოვნური ინტელექტი სამართალში;
 ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგში;
 ხელოვნური ინტელექტი მენეჯმენტში.

მონაწილეობის მსურველი სტუდენტები შერჩეულ იქნებიან ერთი წლის ვადით. შეირჩევიან სტუდენტები, რომელთაც აქვთ ცოდნა ჩამოთვლილი მიმართულებებიდან მინიმუმ ერთ პუნქტში