კომპანია CryptX Group

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის 10 სტუდენტი გადავიდა კომპანია CryptX Group შერჩევის მეორე ეტაპზე.

 

CryptX Group ჰოლდინგია, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე მომუშავე რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, CryptX Group ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც გაივლიან შერჩევის ყველა ეტაპს სთავაზობს:

 

▪ Blockchain Developer Program-ში გადამზადებას და საზღვარგარეთ, ბლოკჩეინის აკადემიაში 6 კვირიანი სასწავლო კურსის დაფინანსებას;

▪ კურსის დასრულების შემდეგ CryptX Group-ში დასაქმებას, ხანგრძლივი კონტრაქტითა და მაღალი ანაზღაურებით.

 

Academy - School of Blockchain-ის შესახებ:

▪ მსოფლიოში პირველი აკრედიტირებული ბლოკჩეინის სკოლა https://www.academytoken.com/

▪ ადგილმდებარეობა: სეული, სინგაპური ან აშშ;

▪ კურსის ხანგრძლივობა: 6 კვირა (full-time);

 

 

მათ შორის:

✦ ბლოკჩეინის საფუძვლები;

✦ კრიპტოგრაფია;

✦ კრიპტოვალუტის მაინინგი; 

✦ სმარტ კონტრაქტები;

✦ ვოლეტების პროგრამირება;

✦ პრაქტიკული ჯგუფური პროექტი.