მასტერკლასები სტარტაპერებისთვის
მასტერკლასები სტარტაპერებისთვის - პროექტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, Timeout, AReal, YE Community და GITA-ს მხარდაჭერით ხორციელდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სტარტაპ იდეები და ან აქვთ სურვილი მიიღონ შესაბამისი ცოდნა, რომ გახდნენ წარმატებული ანტრეპრენერები, ჩაუტარდებათ ექვსი მასტერკლასი საქართველოში ცნობილი სტარტაპერებისგან, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კოორდინატორებისგან და სხვა ქოუჩ ლიდერებისგან.

Timeout for Startup პროექტის პრეზენტაციას დაესწრება - ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო

მასტერკლასების სერიის დასრულების შემდეგ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილი სტარტაპების პრეზენტაცია მოხდება დემო დღეზე, ყველაზე ინოვაციურ და საინტერესო ღონისძიებაზე!


პროექტის მიზანია:

შეიქმნას ახალი Networking პლაცდარმები და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეექმნათ ახალი შესაძლებლობების არეალი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდეს სპეციალური ღონისძიებები, რომლებსაც გაუძღვებიან სხვადასხვა დარგის წარმატებული ქართველი ინოვატორები.


პროექტი Timeout-ი მიზნად ისახავს ყოველ თვე ჩატარდეს შეხვედრები:

მასტერკლასები, სტარტაპ და ანტრეპრენერ ფორუმები, Meetup-ები წარმატებულ ადამიანებთან, Workshop-ები, სტარტაპ გამოფენები.


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ და ასევე მოისმინონ ცნობილი ქართველი მენტორების ქეისები და წარმატების ისტორიები.