MIT გლობალური სტარტაპ ლაბი

MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა, საქართველოში 2020 წლის იანვარში - 4 კვირის განმავლობაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარეობდა.

პროექტს MIT-დან მოწვეული 4 მენტორი ახორციელებდა და მასში 28 სტუდენტი, მათ შორის 18 ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი და 10 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტებიდან შერჩეული სტუდენტი მონაწილეობდა.

პროგრამა დემო დღით დასრულდა, რომელზეც 7 შერჩეული სტარტაპი წარსდგა, წინასწარ შერჩეულმა ჟიურიმ კი პრეზენტაციების შემდეგ 4 გამარჯვებული გამოავლინა.

• MUZA - კომპანია სილქნეტის გამარჯვებული გახდა და ბიზნესის განვითარებისთვის 10 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია მოიპოვა;

• Sait - თიბისი სტარტაპერის ფავორიტი გახდა და საჩუქრად ბრენდის ვიზუალური იდენტობის შემუშავებული კონცეფცია მიიღო;

• Yuppi - თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორის შერჩეული სტარტაპია, რომელსაც ბიზნესის განვითარებაში Spark დაეხმარება;

• Villam - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფავორიტი გახდა და თბილისის მეწარმეობის სამიტზე, გლობალური სტარტაპ ფონდის ორგანიზებით, ისრაელიდან მოწვეულ ინვესტორებს შეხვდება.


MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარა სხვადასხვა კომპანიებმა: GITA, Silknet, Pulsar AI, Deloitte, Influence.ge, Spark, TBC Bank.

ქვეყნის სამეწარმეო ეკოსისტემისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი 4 კვირის განმავლობაში BTU-ს ბაზაზე განხორციელდა.