ირაკლი მაკალათია
კვლევითი ინტერესები
ბედნიერების ინდექსი,  სტუდენტების დასაქმებისა და უმუშევრობის დონე, აბიტურიენტების სწავლის მოლოდინი, დროის მენეჯმენტი




ბედნიერების ინდექსი

კვლევა გულისხმობს სუბიექტური ნიშნით მოსახლეობის ცხოვრების დონის ინდექსის (ბედნიერების ინდექსი) გაანგარიშებას. კვლევის პროცესში ინდივიდუალურ დონეზე მოხდება მოსახლეობის მოთხოვნილებებისა და ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონის განსაზღვრა, ინდექსის აგება და საშუალო დონის გაანგარიშება. მოცემული მაჩვენებელი გამოითვლება როგორც რეგიონების, ისე მთლიანი ქვეყნის მასშტაბით.

 

 სტუდენტების დასაქმებისა და უმუშევრობის დონის კვლევა

კვლევა შეეხება სტუდენტების ეკონომიკური აქტიურობის დონის გაანგარიშებას, სტუდენტთა რა პროცენტული წილია დასაქმებული, რამდენი ეძებს სამუშაოს და რამდენია ეკონომიკურად არა აქტიურობის დონე. რა სპეციალობებითა და რა დარგებში არიან დასაქმებულები სტუდენტები, დამსაქმებლების მხრიდან რა კომპეტენციებზეა მოთხოვნა. კვლევის შედეგებით გამოვლინდება შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების თანამედროვე სურათი, ხოლო სტუდენტებს მიეცემათ რეკომენდაციები შრომის ბაზარზე უკეთ ადაპტირებისათვის.

 

აბიტურიენტების სწავლების მოლოდინის კვლევა

მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებში ჩატარდება კვლევა თუ რომელ უნივერსიტეტს და რა სპეციალობას ანიჭებენ უპირატესობას, რა პროფესიებზეა მოთხოვნა და რა ფაქტორები განაპირობებს მათ არჩევანს. კვლევის შედეგები დაეხმარება უნივერსიტეტებს სამომავლოდ სასწავლო პროცესების დაგეგმვაში.

 

დროის  მენეჯმენტი

კვლევის საფუძველზე გამოვლინდება თუ როგორ აქვთ მოსახლეობას დრო გადანაწილებული სხვადახვა აქტივობების მიხედვით. რაზე ხარჯავენ ადამიანები უმეტეს დროს და როგორია მათი აქტივობები დღის სხვადასხვა მონაკვეთში. კვლევა ჩატარდება, ასაკობრივ და სქესობრივ ჭრილში. კვლევის შედეგები დაეხმარება სარეკლამო და სხვა მარკეტინგული კვლევებით დაინტერესებულ კომპანიებსა და მომხმარებლებს.