გიორგი ბაქრაძე
კვლევითი ინტერესები
ციფრული ეკონომიკის კვლევა 
ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევა 


გიორგი ბაქრაძე არის უილიამს კოლეჯის ეკონომიკური განვითარების ცენტრის მაგისტრი ეკონომიკის სპეციალობით (2003 წ.) და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის მაგისტრი ეკონომიკაში (2007-2010 წწ.).
მიღებული აქვს აგრეთვე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მეცნიერებათა ხარისხი (1996 წ.) და გახლავთ ცენტრალური ბანკის თანამშრომელთათვის გამართული არაერთი კურსის თუ სემინარის (Bank of England, Banque de France, Swiss National Bank, Joint Vienna Institute, IMF Institute, და ა.შ.) მონაწილე.

გიორგის აქვს სამთავრობო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება – 2003-2007 წლებში და 2010 წლიდან იგი მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში როგორც მკვლევარი მაკროეკონომიკურ საკითხებში, კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2010 წლის მაისიდან იგი ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მაკროეკონომიკურ საკითხებში. 2012 წლიდან იგი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთანაც (2012-14 წლები უფროსი მრჩეველი კვლევით საკითხებში, ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტი, ხოლო 2014 წლიდან – უფროსი მრჩეველი კვლევით საკითხებში ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი).

გარდა კვლევითი საქმიანობისა, გიორგი ბაქრაძე ეწევა აქტიურ სალექციო საქმიანობასაც.