სამეცნიერო კვლევების პრიორიტეტები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი მიმართულების პრიორიტეტები ორიენტირებული გამოყენებითი კვლევების გაძლიერებისა და მათი შემდგომი კომერციალიზაციისაკენ, ტექნოტრანსფერების სტიმულირებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერაზე.

ამ მხრივ უნივერსიტეტი ფოკუსირდება ისეთ კვლევითი პროექტების ხელშეწყობაზე, როგორიცაა:


ინიციატივა 5.0

ინიციატივა 5.0.  მიზანია ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის სტიმულირება, ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებში ტექნოლოგიების ინტეგრირება და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერა. უნივერსიტეტის დაფუძნების წელს, დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, პირველად გაჟღერდა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ახალი ეპოქა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, ნივთების ინტერნეტის, ბიოტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობის და სხვა ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით სწრაფად შეცვლიდა მსოფლიოს. ჩვენი ხედვა სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული: მოვახდინოთ ტექნოლოგიების მაქსიმალური ინტეგრირება განათლებისა და ეკონომიკისსექტორებში და ამ გზით, ხელი შევუწყოთ სხვადასხვა სფეროს მდგრად განვითარებას საქართველოში.

ინიციატივა 5.0 განსაზღვრავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროექტის, კვლევების, ინსტიტუციური განვითარების პროგრამების შინაარსს და მიზანს რომ ეს აქტივობები მიმართული იქნება ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებისკენ, რეგიონში საქართველოს ციფრული დომინირების მოპოვებისკენ და ტექნოლოგიების მოწინავე სექტორებში ინტეგრირების სტიმულირებისკენ.

ამ მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ვიწყებთ მასშტაბური პროექტების და კვლევების განხორციელებას შემდეგ სექტორებში: ფინანსური ტექნოლოგიები (Fintech), აგრარული ტექნოლოგიები (Agritech), ჯანდაცვის ტექნოლოგიები (Healthtech), განათლების ტექნოლოგიები  (Edutech), მწვანე ტექნოლოგიები (Greentech), ქალის ტექნოლოგიები (Femtech); იურიდიული ტექნოლოგიები (Legaltech), კულტურის ტექნოლოგიები (Culturetech), დიფტექი (Deeptech), მედია ტექნოლოგიები (Mediatech) და სხვა.



ხელოვნური ინტელექტი და ციფრული მმართველობა

თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ცალკეულ ინდუსტრიებში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშნელოვანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხები ციფრულ მმართველობაში. საქართველოს, რომელსაც სურვილი აქვს რეგიონში იყოს ლიდერი ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასა და მის საჯარო მმართველობაში დანერგვაში ესაჭიროება ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგია. ამ მხრივ უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევები. უახლოეს პერიოდში იგეგმება კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ ახალი სადოქტორო პროგრამის ამოქმედება, რაც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი პრეცედენტი გახდება. პროექტი ხორციელდება ლეიდენის უნივერსიტეტთან (ნიდერლანდები) პარტნიორობითა და გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრთან აქტიური თანამშრომლობით.




აქტიურად მიმდინარეობს კვლევა განახლებადი ენერგორესურსების თვალსაზრისით საქართველოს პოტენ­ცია­ლის დასაგეგმად. კვლევის პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რამდენად არის ათვისებული განახლებადი ენერგიის წყა­როე­ბი ეკონომიკური პროგრესის მიღწევის მიზნებისთვის. კვლევის შედეგები უკვე არის გამოქვეყნებული კვლე­ვით უცხოენოვან გამოცემაში Journal of Environmental Science and Renewable Resources – სათაურით - Renewable Energy Potential and Its Utilization in Georgia (განახლებადი ენერგოწყაროების პოტენციალი და მათი გამოყენება საქართველოში).

დაგეგმილია ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება გერმანელ კოლეგებთან ერთად.

ასევე, ცალკეული კვლევების ჩატარება საქართველოს, როგორც განახლებადი ენერგიების პოტენციალის მქონე ქვეყნისა მზისა და ქარის ელექტროსადგურების განვითარებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილია რეგიონში უნიკალური ხელოვნური ინტელექტის უნივერსიტეტი - BTU-AI, რომელიც მხარს უჭერს როგორც ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მმართველობის კვლევითი პროექტების, ასევე სადოქტორო პროგრამაზე მიმდინარე კვლევების ინტერნეციონალიზაციას და საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას.

გარდა ზემოთმითითებული პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებებისა,  უნივერსიტეტის დამატებით კვლევით ინტერესს წარმოადგენს სარგინიგზო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის საკითხები, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მეწარმეობა, ციფრული ეკონომიკა და ბიზნესში გამოყე­ნე­ბუ­­ლი ინოვაციური ტექნოლოგიები. უნივერსიტეტში დაარსდა მეწარმების ცენტრი, რომლის ფარგლებში ჰენლის უნივერსიტეტის მეწარმების ცენტრის კოლაბორაციით მიმდინარეობს საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის კვლევა. ეს საშუალოვადიან პერსპექტივაში გააძლიერებს უნივერსიტეტში გამოყენებითი კვლევების შემდგომ კომერციალიზაციას და ხელს შეუწყობს როგორც სტარტაპების დაფინანსების ზრდას, ასევე ტექნოტრანსფერების გაძლიერებას.