პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

14 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა . კონფერენციზე საკუთარი ნაშრომი წარმოადგინა კონკურსის ფარგლებში შერჩეულმა  13-მა სტუდენტმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევები შემდეგ საკითხებზე :

  • პროგრამული ენა „Rust“-ის რეალიზება ვიდეო თამაშების განვითარებაში
  • ქუჩის ბავშვები საქართველოში
  • აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება - აზარტომანია
  • პარკირების პრობლემა თბილისში
  • გენმოდიფიცირებული საკვების უსაფრთხოება
  • გარემოსდაცვითი საკითხები ქალაქ თბილისში, 2015-2018 წლებში
  • გენდერული თანასწორობის შემეცნება პოლიტიკურ, სოციალურ, რელიგიურ ჭრილში ახლო აღმოსავლეთისა და დასავლურ ცივილიზაციებში
  • საკვები დანამატების მხრივ 2001-2005 წლებში მიღებული სტანდარტების დაცვა საქართველოში 2018 წელს
  • კიბერსპორტის დამკვიდრება ნამდვილი სპორტის ერთ-ერთ სახეობად
  • მუსიკის გავლენა ადამიანის განწყობაზე
  • 26 მაისთან დაკავშირებით უპასუხოდ დარჩენილი უამრავი კითხვა
  • ტერორიზმის აღმოფხვრის გზები საქართველოში
  • განათლების ისტორია და მისი დონე საქართველოში


ითოეული მონაწილის გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემის გარშემო.  კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, გამოვლინდნენ  საუკეთესო  ნაშრომების ავტორებიც.
სხვადასხა აქტუალურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გაერთიანდება საკონფერენციო პუბლიკაციაში , რომელიც მალე საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკაში გავრცელდება.



პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ელექტრონული ვერსია