პანელური დისკუსია - ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია
პანელური დისკუსია - ადამიანური კაპიტალის ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია

5 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა პანელური დისკუსია ადამიანური კაპიტალის კვლევის ინდექსთან დაკავშირებით. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ადამიანური კაპიტალის ინდექსის ინდიკატორები და ქვეინდექსები, გამოთვლის მეთოდოლოგია და კვლევის წინასწარი შედეგები. დამსწრეებს ჰქონდათ სამომავლო სამოქმედო გეგმის გაცნობის საშუალებაც. 
დისკუსიის მონაწილეების უმრავლესობას სტუდენტები შეადგენდნენ, თუმცა შეხვედრას ბტუ-ის რამდენიმე პროფესორიც დაესწრო. კვლევის წარდგენის შემდეგ განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.