BTU ლიმერიკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ფინანსური ტექნოლოგიების საერთაშორისო კვლევაში ჩაერთო.

რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ახა­ლი ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ეკო­ნო­მი­კის სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ზე - ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან ტექ­ნო­ლო­გი­ურ კომ­პა­ნი­ე­ბამ­დე; რო­გორ იც­ვლე­ბა და ტრანსფორ­მირ­დე­ბა ბიზ­ნეს მო­დე­ლე­ბი ამ გავ­ლე­ნის შე­დე­გად; და რა გავ­ლე­ნას ახ­დენს ინო­ვა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ცვლის ფი­ნან­სურ მომ­სა­ხუ­რე­ბას, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ზე - სწო­რედ ამ სა­კი­თხებს შე­ის­წავ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა, რო­მელ­შიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ლი­მე­რი­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან პარტნი­ო­რო­ბით ჩა­ერ­თო.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის ან­დრო რუ­რუ­ას გან­მარ­ტე­ბით, კვლე­ვა კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა სამ ძი­რი­თად სექ­ტორ­ზე - გა­დახ­დე­ბი, და­ზღვე­ვა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი. გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი დავთრის სის­ტე­მე­ბი გა­დახ­დის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, უფრო სწრა­ფი, იაფი და გამჭვირ­ვა­ლე სის­ტე­მე­ბის და­ნერგვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ბლო­კჩე­ინ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ინო­ვა­ცი­ებს შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვი­სა და გა­ყალ­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რაც და­ზღვე­ვის ბიზ­ნე­სის ტრანსფორ­მა­ცი­ის წი­ნა­პი­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, რე­გუ­ლა­ტო­რის როლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად რთულ­დე­ბა და მას სჭირ­დე­ბა რის­კის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი­სა და საფრ­თხე­ე­ბის მი­ტი­გა­ცი­ის სრუ­ლი­ად ახა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი.

2014 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც კომ­პა­ნია Bitfury-მ გორ­ში მო­ნა­ცემ­თა პირ­ვე­ლი ცენ­ტრი გახ­სნა, სა­ქარ­თვე­ლო ბიტ­კო­ინ სივ­რცე­ში ერთ-ერთი ლი­დე­რია. შე­დე­გად, ქვე­ყა­ნა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ნან­სურ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­როვ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი რე­გი­ონ­ში Bitfury-ს ძი­რი­თად პარტნი­ორ უნი­ვერ­სი­ტეტს წარ­მო­ად­გენს, სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია, რომ BTU-ს სა­უ­კე­თე­სო პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა გა­აჩ­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ კვლე­ვის პარტნი­ო­რო­ბის­თვის.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის ან­დრო რუ­რუ­ას გან­ცხა­დე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ძი­რი­თა­დი როლი იქ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გავ­ლე­ნის შე­ფა­სე­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­დი/გარ­და­მა­ვა­ლი ბაზ­რე­ბის ეკო­ნო­მი­კა­ზე.

„გარ­და ამი­სა, ჩვენ Bitfury-ის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მეშ­ვე­ო­ბით, გვექ­ნე­ბა ახა­ლი ფი­ნან­სუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვამ­დე­ლი და­ტესტვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მცი­რე მას­შტა­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რო­ბა ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიზ­ნის მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს: ერთი მხრივ, ის გა­აძ­ლი­ე­რებს BTU-ს კვლე­ვით პო­ტენ­ცი­ალს, ხოლო მე­ო­რე მხრივ, მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ფინ­ტე­ქის პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, და­ეხ­მა­რე­ბა რა შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რებს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში,“ - გან­მარ­ტავს ან­დრო რუ­რუა.

კვლე­ვა ფი­ნანსდე­ბა ირ­ლან­დი­ის მთავ­რო­ბის მიერ და მისი მთა­ვა­რი გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ირ­ლან­დი­ა­ში არის ლი­მე­რი­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბა­ზი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის კვლე­ვე­ბის ირ­ლან­დი­უ­რი ცენ­ტრი (LERO).