კვლევითი სტრატეგია

კვლევების განვითარების სტრატეგია/დაგეგმილი სამეცნიერო კვლევითი პროექტების მოკლე მონახაზი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევების განვითარების სტრატეგია უნივერსიტეტის ზოგადი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ პროცესის ცენტრალური ნაწილს უნივერსიტეტში კვლევის ინფრასტრუქტურის  განვითარება და კვლევების მრავალმხრივი მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ ეტაპზე კვლევის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა აქტივობების შემდეგი მიმართულებებით:

  • გაკეთდა უნივერსიტეტის კვლევითი რესურსის ინვენტარიზაცია
  • საერთაშორისო კვლევების ანალიზის საფუძველზე მოხდა უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტული თემების იდენტიფიცირება
  • კვლევითი პოტენციალის გაძლიერების უზრუნველსაყოფად და კვლევით სტრუქტურებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის მიზნით შეიქმნა უნივერსიტეტის კვლევის პლატფორმა - კვლევების, ინოვაციების და განვითრების ცენტრი. ცენტრის ფუნქციაა გააძლიეროს უნივერტსიტეტში კვლევითი სამიანობა, ხელი შეუწყოს პროფესორებს და სტუდენტებს კვლევითი დაფინანსებების მოძიებაში, უზრუნველყოს მათი ჩართულობა უნივერსიტეტის კვლევით ცხოვრებაში. ის ასევე იმუშავებს და ანხორციელებს უნივერსიტეტის კვლევების სტრატეგიას და თანამშრომლობს საერთაშრისო პარტნიორებთან სხვადასხვა კვლევითი პროექტების განსახორციელებლად.
  • იგეგმება სადოქტორო პროგრამების გაძლიერება, შესაბამისი კურიკულუმით. მიმდინარე კვლევების სქემატური დაკავშირება საბაკალავრო პროგრამებთან, ამ უკანასკნელთა გაძლიერებისთვის 
კვლევის მთავარი პრიორიტეტული მიმართულებები:

ბტუ-ს კვლევის პრიორიტეტული მიმართულებები ეფუძნება ორ მთავარ ფაქტორს - უნივერსიტეტში არსებულ კვლევით რესურსს და უნივერსიტეტის ხედვას ქვეყნის განვითარების მთავარ სტრატეგიულ მიმართულებებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე უნივერსიტეტმა გამოკვეთა რამოდენიმე სტრატეგიული კვლევითი მიმართულება

გლობალური კონკურენტუნარიანობა, ცოდნის ეკონომიკა და ადამიანური  კაპიტალი

დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში ქვეყნების სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ამ ქვეყნის გლობალურ კონკურენტუნარიანობაზე. ეკონომიკური განვითარების ნებისმიერი სტრატეგიისთვის - იქნება ეს საკუთარი (განსაკუთრებით, ცოდნაზე დაფუძნებული) ეკონომიკური სექტორების განვითარება, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოზიდვა, ან ამ ორის ნაზავი - ხერხემალია გლობალური კონკურენტუნარიანობა. შესაბამისად ბტუ-ს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება იმ მიმართულებების კვლევა, რომლებიც გადამწყვეთ ფაქტორებად გვევლინებიან ქვეყნის საერთაშორისო კონკურენტუნარიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსავითარებლად.  

ადამიანური კაპიტალი და მისი განვითარება მთავარ როლს თამაშობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მიმართულებად უნდა მოიაზრებოდეს. უნივერსიტეტებს წამყვანი როლი აქვთ ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით. ქვეყები რომლებიც ცოდნის ეკონომიკის განვითარებაზეა ორიენტირებული, მთავარ აქცენტს განათლებაზე (განსაკუთრებით საუნივერსიტეტო განათლებაზე) აკეთებენ. შესაბამისად, ბტუ ერთ-ერთ მთავარი ფოკუსს ადამიანური კაპიტალის შეფასებასა და მის განვითარებაზე აკეთებს. 

უნივერსიტეტში გაკეთდა ქვეყნის ადამიანური კაპიტალის ინდექსის შეფასება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეთოდოლოგიის გამოყენებით. ამ ნაშრომის საფუძველზე დაიგეგმა ადამიანური კაპიტალის, უნარჩვევებისა და კომპეტენციების უფრო ღრმა, მიკრო დონეზე შესწავლა.

უნარჩვევებისა და კომპეტენციების განსაზღვრა, ქვეყანაში ადამიანთა დასაქმების გაზრდისთვის.

საქართველოსთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს იმ სტრატეგიული მიმართულებებისა და სფეროების განსაზღვრა, რომლებშიც მას საერთაშორისო კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა აქვს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ სფეროების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. ბტუ-ს განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს განათლების როლი ამ სტრატეგიული სექტორების განვითარებაში, ამიტომ კვლევის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს იმ უნარჩვევებისა და კომპეტენციების განსაზღვრა, რომელთა განვითარებაც აუცილებელია, ერთი მხრივ, ქვეყანაში ამ სექტორების მხარდასაჭერად ხოლო მეორე მხრივ, ადამიანების შრომის ბაზარში ჩართვისა და მათ დასაქმებადობის ხელშეწყობისთვის. კვლევის ფარგლებში ხორციელდება ისეთი გლობალური ტენდენციების ანალიზი როგორიცაა მაგალითად მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია (Industry 4.0). ეს საერთაშორისო ეკონომიკური ტენდენცია მოიაზრებს პროცესს როდესაც ტექნოლოგიური სფეროს განვითარებასთან ერთად ხდება მთელი რიგი ეკონომიკური სექტორების გადანაწილება - იქმნება იაფი მუშა ხელის ჩანაცვლების შესაძლებლობა, რაც პოტენციურად, ცვლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადანაწილების სტრუქტურას. იმისთვის, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ სწორე პოზიციონირება მოახდინოს ამ ტიპის ინვესტიციების მოსაზიდად, საჭიროა მულტიდისციპლინარული ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი წამყვანი შემადგენელი ფაქტორი უმაღლესი განათლების სფერო იქნება. შესაბამისად, ეს კვლევა შეიძლება საფუძვლად დაედოს იმის განსაზღვრას, თუ რა ადამიანური კაპიტალი გააჩნია საქართველოს ამ კონტექსტში, რა სფეროებია გამოიკვეთება პრიორიტეტულად და რა როლი უნდა ჰქონდეს განათლების სექტორს და კონკრეტულად ბტუ-ს ამ სფეროს განსავითარებლად.     

აღნიშნული საშუალებას მოგვცემს შეივსოს ის დისბალანსი, რომელიც დღეს არსებობს ეკონომიკის მოთხოვნებსა და უნივერსიტეტების მიერ მიწოდებულ უნარჩვევებს შორის და რომელიც, დღეის მდგომარეობით, მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების საჭიროებასა და უმაღლესი განათლების კავშირების/სინქრონიზაციის პროცესში.

კვლევის შედეგები, გარდა იმისა, რომ ნათლად დაგვანახებს ბიზნეს-სექტორში საჭირო უნარ-ჩვევების პრიორიტეტულ ნუსხას, შესაძლებელია გახდეს ეროვნული კვლევების სტრატეგიის (National Research Strategy) მუშაობისას მნიშვნელოვანი ნაწილი.

უნივერსიტეტ-ინდუსტრიის ურთიერთქმედება

კორპორაციული კვლევების მიმართულების განვითარება უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ზოგადად, ქართულ და საერთაშორისო კორპორაციულ სექტორთან ახლო პარტნიორობა უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია (IBM, DELL, HP და ა.შ.). აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს მყარ ფუნდამენტს შემდგომი ერთობლივი კვლევებისთვის. ხოლო კვლევის კომპონენტის დამატება გააფართოვებს უნივერსიტეტის უკვე არსებულ ურთიერთობებს კორპორაციულ სექტორთან.

პარტნიორ კომპანიების საჭიროებების დადგენის (needs analysis) შედეგად, ასევე გამოიკვეთა მათი ადამიანური კაპიტალის შეფასება/განვითარების აუცილებლობა. შესაბამისად ბტუ-ს ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი კომპანიებთან ამ მიმართულებით ერთობლივი კვლევების ჩატარებაა. ამ კვლევების ფარგლებშიც შეფასდება კომპანიის ადამიანური კაპიტალი. მოხდება იმ უნარჩვევების და კომპეტენციების განსაზღვრა, რომლებიც კომპანიას სჭირდება, როგორც მიმდინარე, ასევე შემდგომი განვითარებისათვის, და იმ მოდელის შემუშავება, რომლითაც მოხდება თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება მაქსიმალურად ეფექტიანად და ოპტიმალურად.

კვლევები ამ მიმართულებით იქნება დაფუძნებული ე.წ. ქმედითი გაერთიანებების მიდგომაზე (ინგლ. CoP – Community of Practice), რომელიც ბოლო 20-30 წლის მანძილზე სულ უფრო და უფრო პოპულარულია განათლების სფეროში. ამ მიდგომით ლიმერიკის უნივერსიტეტთან ერთად დაგეგმილია სულ მცირე ხუთი კვლევის ჩატარება:

1.      კომპეტენციები შემდეგი თაობის დასაქმებადობისთვის

ძირითადი საკითხები:

i.      რა უნარები და კომპეტენციებია საჭირო მრეწველობაში დასაქმებული პირებისთვის, რათა მომავალი თაობის დასაქმებადობა იქნას უზრუნველყოფილი?

ii.      როგორი უნდა იყოს უნარებისა და კომპეტენციების ჩარჩო, რომელიც შესაბამისი სწავლების მოდელების განვითარებას უზრუნველყოფს?

iii.      სწავლების რა შესაძლებლობები არსებობს კომპანიებში და როგორ შეიძლება მათ გამოყენება შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციების სასწავლებლად?

iv.      როგორი გარემო უნდა შეიქნმას ორგანიზაციაში, რათა მოხდეს ადამიანების სტიმულირება იზრუნონ საკუთარ სწავლებაზე გრძელვადიანი დასაქმებადობისთვის?

2.      ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სწავლება, სწავლა და ტრენინგი კომპანიის შიგნით (ICT)

ძირითადი საკითხები: 

i.      როგორ შეიძლება ICT-ს გამოყენება კომპანიის შიგნით სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?

ii.      რა ბიზნეს- და სტრატეგიული ფაქტორები ახდენს გავლენას ICT-ს გამოყენებაზე კომპანიების შიგნით უნარების ამაღლებისას

iii.      რა ძირითადი პრობლემები და გამოწვევები გვხვდება სწავლების პროგრამების შემუშავების, განვითარებისა და მათი ეფექტიანობის შეფასების დროს?

3.      მცირე და საშუალო კომპანიების (SME) შემდეგი თაობის დასაქმებადობის მიმართულებით განვითარება

ძირითადი მიზნები: 
i.      SME-ებისთვის ამჟამად და მომავალში მნიშვნელოვანი უნარებისა და კომპეტენციების განსაზღვრა

ii.      SME-ების სწავლების პრაქტიკის შეფასება და დასაქმებულთათვის ყველაზე ეფექტიანი პრაქტიკების გამოყოფა

iii.      იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება ქსელებისა და კლასტერული პროგრამების გამოყენება SME-ების სასარგებლოდ

4.      კომპეტენციების განვითარება სამუშაო ადგილზე

ძირითადი მიზნები
i.      კომპანიების შიგნით ძირითად კომპეტენციებისა და ამ კომპეტენციების გაზომვისა და მართვისთვის შემუშავებული ჩარჩოების იდენტიფიცირება

ii.      ტრენინგის იმ ღონისძიებებისა და პრაქტიკის შესწავლა, რომლებიც კომპანიებმა გამოიყენეს კომპეტენციების განვითარებაში და საუკეთესო პრაქტიკების იდენტიფიცირება

iii.      მაღალხარისხიანი ტრენინგის მახასიათებლების იდენტიფიცირება (მიზანი 2) და მათი გარდაქმნა სწავლების მოდელებსა და ღონისძიებებში, რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს და შეფასდეს მონაწილე კომპანიისთვის

5.      პროფესიული ტრანსფერტული უნარების სწავლა, სწავლება და განვითარება

ძირითადი მიზნები:

იმ არსებული მიდგომების, ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების ანალიზი, რომლებსაც იყენებენ ორგანიზაციები და აკადემიური დაწესებულებები მესამე დონის სტუდენტების პროფესიული გადატანადი (თრანსფერტული) უნარების განსავითარებლად.

აღნიშნული კვლევების წარმატებული განხორციელება იქნება პოლიტიკის სრულფასოვანი კვლევების წამოწყების საფუძველი, რომელთა შორის პოტენციურად ყველაზე მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური კლასტერის განვითარების მიმდინარე პროექტი. ის ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით საქართველოში კლასტერების კონცეფციის ადაპტირებასა და საქართველოს ბაზარზე მათ დანერგვას. შემუშავებული კონცეფცია შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სექტორებისთვის. ბტუ გეგმავს ამ კონცეფციის გამოყენებას ტექნოლოგიური კლასტერის შესაქმნელად.

პროექტს პოტენციური კვლევითი კომპონენტებია

1.      პირდაპირი უცხოური ინვესტიციების FDI მოზიდვის კომპლექსური სტრატეგია (წინადადების პირველი მონახაზი მომზადდა და მოცემულია დანართში 1; ამ თემაზე მიდის მოლაპარაკებები OECD-თან პარტნიორობაზე).

2.      SMEs and Joint Industry Initiatives; Company Development Programme

კვლევები ტექნოლოგიური მიმართულებით

ბტუ-ს კვლევით გეგმებში ამ კუთხით შედის თემები, რომლებიც გამოირჩევა აქტუალურობით საერთაშორისო დონეზე და რომელთა კვლევისას შესაძლებელი იქნება უნივერსიტეტის ძლიერი მხარეების გამოყენება. კერძოდ, ამ ეტაპზე უნივერსიტეტს წარმოდგენილი აქვს შემდეგი ტექნოლოგიური მიმართულებები: 

  • ხელოვნური ინტელექტი / მანქანური სწავლება
  • კიბერუსაფრთხოება
  • BIG Data
  • Internet of Things
  • ბლოკჩეინ ტექნოლოგიები
  • Augmented Reality and Virtual Reality
  • ჭკვიანი სისტემები და მწვანე ტექნოლოგიები

ამ კვლევების ნაწილი განხორციელდება საერთაშორისო პარტნიორებთან და კორპორაციულ სექტორთან თანამშრომლობაში.

ტექნოლოგიური კვლევების შემთხვევაში სერიოზული აქცენტი გაკეთდება მათი კომერციალიზაციის პოტენციალზე. კვლევების, განვითარების და ინოვაციების ცენტრის ფარგლებში იქმნება შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც იმუშავებს კვლევების კომერციალიზაციების საკითხებზე, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ეს მიდგომა უნივერსიტეტისა და ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლობის კარგი მოდელია, მას ასევე  დამატებით ფინანსირებას მოუქვს უნივერსიტეტისთვის.

ეს ორი მიმართულება პირდაპირ კავშირშია ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს რომ ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება ფუნდამენტალურად ცვლის სწავლის და სწავლების მეთოდებს და სქემებს, რაც აჩენს ახალი უნარჩვევების და კომპეტენციების შეძენის საჭიროებებს. ამიტომ ეს კვლევითი პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს კონტექსტში და  მისი შედეგები მოგვცემს საშუალებას, მოხდეს იმ მომავლის უნარჩვევების და კომპეტენციების იდენტიფიცირება, რომლებიც არა მარტო საქართველოს, არამედ გლობალური მოთხოვნებით იქნება ნაკარნახევი. ეს საშუალებას მოგვცემს, წინ გავუსწროთ მოვლენებს და მოვახდინოთ სწავლების და სწავლის პროცესების ადაპტაცია; დავგეგმოთ ამ უნარჩვევების მიცემის ოპტიმალური სტრატეგია (განსაკუთრებით საუნივერსიტეტო სექტორის მიერ). 

ზემოთ ჩამოთვლილი თემების დიდი ნაწილი ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესსაც. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა მულტიდისციპლინარულ კვლევებსაც, რომლებშიც აქცენტი გაკეთდება ტექნოლოგიების გამოყენებაზე ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.