ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის სასწავლო კურსი დაიწყო.
მალე საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მაღალკვალიფიციური კადრები ეყოლება, რომლებიც საერთაშორისო მაღალანაზღაურებად პროექტებში იმუშავებენ.  ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის ფარგლებში, 500 აპლიკანტს შორის 30 საუკეთესო კანდიდატის შერჩევა მოხდა და ჯგუფის გადამზადება უკვე დაიწყო. გადამზადების პროცესი 7 თვე გაგრძელდება და მას ისრაელის მხარე სრულად აფინანსებს. შედეგად, აპლიკანტები ისრაელის ტექჰაბში დასაქმდებიან და საერთაშორისო პროექტებზე იმუშავებენ. 3 ეტაპიან შერჩევის პროცესში ისრაელის მხარე იყო ჩართული.
ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის ფარგლებში, 500 აპლიკანტს შორის 30 საუკეთესო კანდიდატის შერჩევა მოხდა და ჯგუფის გადამზადება უკვე დაიწყო. გადამზადების პროცესი 7 თვე გაგრძელდება და მას ისრაელის მხარე სრულად აფინანსებს. შედეგად, აპლიკანტები ისრაელის ტექჰაბში დასაქმდებიან და საერთაშორისო პროექტებზე იმუშავებენ. 3 ეტაპიან შერჩევის პროცესში ისრაელის მხარე იყო ჩართული. ტექჰაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ერან ლასერი სპეციალური ვიზიტის ფარგლებში რამდენჯერმე ეწვია საქართველოს და საბოლოოდ, პროექტის პირველი ნაკადი
ფორმულირდა.
შერჩეულ აპლიკანტთა შორის არიან თეა სილაგავა და ალექსანდრე ახვლედიანი, ბიზნესისა და ტექნოლოგოების უნივერსიტეტის ტოპ რეიტინგის სტუდენტები, რომლებიც სხვა კანდიდატებთან ერთად გადამზადდებებიან.