BTU აბიტურიენტებისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს საჩუქრად მთელი წლის განმავლობაში კურსებს, ტრენინგებს და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას სთავაზობს. აბიტურიენტების მიერ არჩეული აქტივობები მთელი წლის განმავლობაში, განხორციელება BTU-ს მიერ, მასში მონაწილეობა უფასოა და ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის.

კურსების გავლის შემდეგ, აბიტურიენტებს შესაბამისი სერთიფიკატები, კონკურსებში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.

 

აბიტურიენტებისთვის დაგეგმილ აქტივობებს შორისაა:


  • მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის;
  • გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
  • გადამზადების სასერთიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
  • პროფესიული ორიენტაცია - ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
  • გადამზადების სასერთიფიკატო კურსი კიბერუსაფრთხოებაში: როგორ დავიცვა კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის - ონალინ ღონისძიება, რეალური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საინტერესო გზების ძიება და გამარჯვებულების დაჯილდოვება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;
  • ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.
 
აქტივობებში ჩართვის მსურველებმა, წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე

ყველა აქტივობის დაწყების თარიღი, ინფორმაცია ტრენერების, ხანგრძლივობის, პრიზების და სხვა საკითხების შესახებ ეტაპობრივად გაზიარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ.

დაგვიკავშირდით
+995 571 003 056


 
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივესრიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით


ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი

პროგრამის კოდი: 195 01 01
პროგრამის ფასი: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა ან ისტორია

პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 450

ისტორია: 120 ადგილი
მათემატიკა: 330 ადგილი



ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები

პროგრამის კოდი: 195 01 02
პროგრამის ფასი: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა

პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 100

მათემატიკა: 100 ადგილი



აინფორმაციო ტექნოლოგიები

პროგრამის კოდი: 195 01 03
პროგრამის ფასი: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენა
  • მათემატიკა

პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 450

მათემატიკა: 450 ადგილი