Henley Business School Flexible Executive MBA

Henley Business School მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესის სკოლებს შორის ერთერთი უპირობო ლიდერია, Henley business School-ის მიერ შეთავაზებული პროგრამა ,,Flexible Executive MBA'' უპრეცენდენტოა საქართველოში და მას ქართულ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს. ,,Flexible Executive MBA'' დიდ ბრიტანეთში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის რეიტინგით №3 ადგილზეა, ხოლო მსოფლიოს რეიტინგის უმაღლეს ლიგაში № 20დგილს იკავებს. Henley Business School არის იმ 73 ბიზნესის სკოლას შორის, რომელსაც სამმაგი აკრედიტაციის ხარისხი აქვს.  რეიტინგის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზ.  Henley Business School პროგრამას ახორციელებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, საქართველოს მენეჯმენტის სკოლასთან და მალტის ბიზნესის სკოლასთან პარტნიორობით. 

უნივერსიტეტის შესახებ:

ჰენლის უნივერსიტეტი 1945 წელს დაარსდა, როგორ
პირველი ბიზნესის სკოლა დიდ ბრიტანეთში. ის არის ერთერთი იმ 73 ბიზნესის სკოლას შორის მსოფლიოში, რომელსაც სამმაგი აკრედიტაცია გააჩნია. საუნივერსიტეტო რეიტინგების მუდმივი ცვალებადობის მიუხედავად, ჰენლი მუდმივად რჩება მსოფლიო ლიდერად, მისი კურსდამთავრებულები კი მსოფლიოს მეგაკორპორაციებში, ტოპ მენეჯერების პოზიციებს იკავებენ. სამმაგი აკრედიტაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ



პროგრამის შესახებ: 

Henley Business School Flexible Executive MBA არის შერეულ სასწავლო პროგრამა პროფესიონალებისთვის, რომელიც ხორციელდება
სამ ეტაპად, თითოეული ეტაპის ხანგრძლივობა არის  10 თვე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ 

Stage One :
  • Leadership & Personal Development
  • Managing Processes and System
  • Managing Financial Resources
  • Managing People
Stage Two :
  • Strategy
  • International Business
  • Strategic Marketing 
  • Reputation & Responsibility
Stage Three: 
  • Leadership & Change
  • Choice of Elective
  • Management Research Challenge 

პროგრამის ძლიერი მხარეები:

  • დიდ ბრიტანეთში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის რეიტინგით №3;
  • რთერთი სამმაგი აკრედიტაციის მქონე პროგრამა  73 ბიზნესის სკოლიდან მსოფლიოში;
  •  Henley Business School- ის საუკეთესო რეპუტაცია მსოფლიოში;
  • მისი კურსდამთავრებულების ქსელის გავლენა საერთაშორისო მსხვილ კორპორაციებში;
  • პროგრამის სტრუქტურის მოქნილობა და მისი თავსებადობა სამუშაოსთან;
  • ენლის ბიზნესის სკოლის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაცია და პრაქტიკაზე ორიენტირი;
  • უპრეცედენტოდ დაბალი ფასი სხვა მსგავს პროგრამებთან შედარებით;
  • ოდულების სხვადასხვა კამპუსებში გავლის შესაძლებლობა;
  • მდგრადობა და კონკურენტუნარიანობა, რომელიც გამოარჩევს ჰენლის ბიზნესის სკოლას მსოფლიოში.




პროგრამის განხორციელების ფორმატი და მინიჭებული დიპლომი: 

პროგრამა ხორციელდება სამ ეტაპად. თითოეული ეტაპის ხანგრძლივობაა 10 თვე. თითოეული ეტაპი მოიცავს განსხვავებულ მოდულებს, რომელთა ჩატარების ინტენსივობაა ორ თვეში ერთი მოდული. პროგრამა სრულდება მისი დაწყებიდან 2,5 წელიწადში. პროგრამის დასასრულს გაიცემა ჰენლის ბიზნესის სკოლის დიპლომი.

პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში ჰენლის ბიზნესის სკოლის გრენლანდიის კამპუსში, სადაც სავალდებულო მოდულის ფარგლებში განახორციელებენ ერთ ვიზიტს პროგრამის დაწყებისთანავე. ვიზიტის ფარგლებში, ჰენლის ბიზნესის სკოლა უზრუნველყოფს საცხოვრებელსა და კვებას სრული დაფინანსებით, მგზავრობის ხარჯი არ ფინანსდება.

სტუდენტები ვორკშოპებს  ასევე დაესწრებიან საქართველოში, სავალდებულო მოდულების ფარგლებში, სტუდენტები აგრეთვე  ორჯერ გაემგზავრებიან ჰენლის კამპუსში, მალტაში, სადაც სემინარებს ჰენლის ბიზნესის სკოლის პროფესორები ჩაატარებენ. ჰენლის მალტის კამპუსში გამართული სემინარებისთვის, სკოლა გთავაზობთ საცხოვრებელი ადგილის მოძიების სერვისს.


პროგრამაზე მიღების კრიტერიუმები:
 
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ემსახურება ლიდერის პოტენციალის აღმოჩენას და უზრუნველყოფს ჯგუფის დაკომპლექტებას საუკეთესო გამოცდილების მქონე სტუდენტებით. ამას ადასტურებს ჩვენი მიღების პირობების მოქნილობა. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:


  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება + ბაკალვრის ხარისხი
  • ან ტოპ მენეჯმენტში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბაკალავრის ხარისხის გარეშე;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან ენის სრულყოფილად ფლობის შესახებ;
  • ონლაინ გასაუბრება.


პროგრამის საფასური:

პროგრამის ჯამური ღირებულება შეადგენს   17500 €. გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად. პირველი გადახდა ხდება აპლიკაციის ჩაბარებისას 1000 €, ყოველი შემდგომი გადახდა, 5500 € ხდება ყოველი ეტაპის დაწყებისას. ასევე შესაძლებელია თითოეული ეტაპის ფარგლებში გადასახადი თანხა გაიყოს ორ ნაწილად. 

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის სტრუქტურისა და განხორციელების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Henley Business School-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე
: Nutsa.adamia@btu.edu.ge 

დაინტერესების შემთხვევში გთხოვთ
დარეგისტრირდით და მიიღეთ მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ !