გლობალური სტარტაპ ფონდი


გლობალური სტარტაპ ფონდი  პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდია საქართველოში, რომელიც შექმნილია სილიკონ ველი თბილისის ტერიტორიაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ და მიზნად ისახავს ქვეყანაში არსებული ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერას გლობალურ ბაზრებზე მდგრადი განვითარების პროცესში. გლობალური სტარტაპ ფონდის ორგანიზებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად. ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს, ინვესტორთა დახურულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს მსოფლიოს მოწინავე სტარტაპ ეკოსისტემებიდან, საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, შეხვედრებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ფინანსურ ინსტიტუციებთან და სხვა. 

alt



დაფუძნების პირველივე წელს ისრაელის სილიკონ ვადიდან მოწვეული „ანგელოზი“ ინვესტორები საქართველოში შექმნილ სტარტაპებს შეხვდნენ. ფიჩინგისა და პირისპირ ინტერვიუების შედეგად, პირველი მსხვილი დაფინანსება, 1 300 000 ლარი, სილიკონ ვადის  „ანგელოზი“ ინვესტორისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობით  სტარტაპ Influence Georgia-მ მიიღო. 


2021 წლიდან გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიული პარტნიორი  გახდა თიბისი, რომელმაც სტარტაპებში ინვესტირების მსურველი „ანგელოზი“ ინვესტორებისა ან/და ორგანიზაციებისათვის ახალი პროდუქტი - სტარტაპ საინვესტიციო სესხი - შექმნა. სტარტაპ საინვესტიციო სესხი განკუთვნილია როგორც ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ასევე ინდივიდუალური მეწარმეებისათვის. სტარტაპ საინვესტიციო სესხი დაინტერესებულ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ დამატებითი სახსრები მათთვის საინტერესო სტარტაპის მხარდასაჭერად. სესხის მინიმალური თანხა შეადგენს 30 000 ლარს, ხოლო საშეღავათო პერიოდი - სესხის გაცემიდან  6 თვე, პროცენტის გადახდით. სტარტაპ საინვესტიციო სესხის მისაღებად საჭიროა სტანდარტული სასესხო ხელშეკრულებისთვის საჭირო პროცედურების გავლა. დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ www.tbcbank.ge-ს. 


ასევე, 2021 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი MIT-ს Martin Trust Center-ის წევრი გახდა. შეთანხმება ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, სტარტაპების მხარდაჭერასა და ინოვაციური პროცესების სტიმულირებას გულისხმობს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის მნიშვნელოვანი წევრია. BTU-ის წევრობა, გლობალური სტარტაპ ფონდის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მის შედეგად გაიზრდება ქართული სტარტაპების ცნობადობა საერთაშორისო ეკოსისტემაში. 

 
 
BTU-ს წევრობის განმავლობაში საქართველოში არსებული ყველა სტარტაპი, მცირე და საშუალო ბიზნესი, ენჯელ ინვესტორი და სხვადასხვა ფონდი შეძლებს:
  • იქონიოს წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან;
  • დაესწროს ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძებებსა და კონფერენციებს;
  • გაეცნოს უახლეს კვლევებსა და ლიტერატურას მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით;
  • დაესწროს Martin Trust Center-ის აფილირებული ექსპერტების BTU-ში გამართულ ვებინარებს და ვორქშოპებს, სადაც ისინი გააზიარებენ ინდუსტრიის ანალიზის ყოველკვარტალურ მასალას;
  • ისარგებლოს ონლაინ მოდულით, რომელიც დამწყები ანტრეპრენერებისთვის არის განკუთვნილი და მოიცავს სხვადასხვა რესურსებს და ხელსაწყოებს სტარტაპის განვითარებისთვის.  აღნიშული მოდული MIT-ის ცნობილი საგანმანათლებლო აქსეელრატორის Delta V-ის ონლაინ, DIY “გააკეთე თვითონ” ვერსიაა.  

alt



გლობალური სტარტაპ ფონდის ბროშურა
Global Startup Foundation brochure



ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორი/მენტორები, რომლებიც გლობალური სტარტაპ ფონდის ფარგლებში 2019/2020 წელს შეხვდნენ სტარტაპებს

alt




ბოაზ ინბალი 
 wix.com ერთერთი დამფუძნებელი და მისი ინოვაციური ცენტრის გენერალური მენეჯერი.
Wix.com
 უზრუნველყოფს ვებგვერდების შესაქმნელ ბლატფორმას მსოფლიოს მილიონობით მომხმარებლისთვის. ინოვაციური ცენტრის მიზანია ინოვაციური და ნიჭიერი სტარტაპების აღმოჩენა და ახალი პროდუქტების/სერვისების განვითარება. ბოაზ ინბალს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მულტიდისციპლინარული და მულტიკულტურული პროექტების მართვის.











alt

მენი ბენიში

არქი ჯგუფის დირექტორი, საქართველოს საპატიო ელჩი ისრაელში, YTONG - საბჭოს წევრი, Benish Group დამფუძნებელი. გაყიდვებსა და მარკეტინგში 20 წლიანი გამოცდილების შედეგად, მენი ბენიშის სპეციალიზაცია ონლაინ მარკეტინგში, ონლაინ რეკლამაში, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ბრენდინგშია. 2007 წელს, მან დააფუძნა Benish Group, რითიც აქტიურად უჭერს მხარს სტარტაპებს სხვადასხვა ინდუსტრიაში. ყოველწლიურად, მისი გუნდი ირჩევს ინოვაციურ სტარტაპებს და ახორციელებს მათში ინვესტირებას. მენი ბენიში გლობალური სტარტაპ ფონდის დამფუძნებელია.










alt
დავიდ ზერა
მენეჯმენტში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილებით, ზერა ერთერთი შემქმნელი, მენტორი და მრჩეველია სტარტ
აპის Screenz -https://scrnz.com/ Screenz ქმნის ციფრულ პლატფორმას 30-ზე მეტი მაუწყებლისთვის და საპროდიუსერო კომპანიისთვის. კომპანიის მომხარებლებს შორისაა ისეთი შოუები როგორიცაა: Big Brother, Master Chef, 101 Ways to Leave a Game Show, The Million Pound Drop, Hell’s Kitchen, The Taste, და Rising Star. Screenz სტრატეგიული პარტნიორები არიან Google, ICM და Red Arrow.  დავიდ ზერა აგრეთვე მუშაობს ისეთ მსხვილ სტარტაპებთან, როგორებიცაა: PAYLIX, Interatech, Monday.com


 









alt

გიორა ინბარი
მეწარმე და ბიზნესმენი ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ვაჭრობის და სამრეწველო კომპანიების მართვის დიდი გამოცდილებით. "Kaman Holding"-ის თანა-დამფუძნებელი, რომელიც აერთიანებს 30 ინდუსტრიულ, სავაჭრო და ინფრასტრუქტურულ კომპანიას. ჰოლდინგის შვილობილია კომპანია "Mendelson Ltd", სადაც გიორა ინბარი ხელმძღვანელობდა 8 კომპანიის სავაჭრო და ოპერაციულ მიმართულებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.  გიორა ინბარი არის სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია "Ofaky Denish"-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი. კომპანია ახორციელებს პროექტებს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 







alt

რონენ მარკოვიჩი
კომპანია "Eshel, Marcovich & Cohen"-ის დამფუძნებელი და მმართველი. უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია "Boyya – Invest LLC"-ის დამფუძნებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. უძრავი ქონების მიმართულებით არაერთი საინიციატივო კამპანიის მენეჯერი და პარტნიორი ამერიკის შეერთებულ შტატებში (ტეხასსა და ნიუ-იორკში). ქვეითი ბატალიონის მეთაური რეზერვში. ქალბატონი ლინ შნაიდერის რწმუნებული ისრაელში, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაცია Yeladim Shelanu-ში და Schneider Children’s-ის სამედიცინო ცენტრში. "Sami Shamoon College of Engineering"-ის  სამეურვეო საბჭოს წევრი. 










alt


     იარონ შაინმანი
კომპანია "Solutum Technologies" თანა-დამფუძნებელი, ინვესტორი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. სამუშაო გამოცდილება: Matrix (TASE: MTRX)-ის კომპანია "Cambium", "Tapingo" (მფლობელი: Grubhub (NYSE- GRBH)), "Teridion", "Veloquant", "Juno"; კომპანია "RR Media (Nasdaq: RRM)"-ის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი; კომპანია "Ananey Communications"-ის თავმჯდომარე. კომპანია "BVR Technologies" დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და დირექტორთა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. ისრაელის საჰაერო ინდუსტრიის ყოფილი დამოუკიდებელი კონსულტანტი საავიაციო სისტემების განვითარების მიმართულებით. ისრაელის საჰაერო ძალების სამხედრო პილოტი. 
       






გლობალური სტარტაპ ფონდის პირველ სესიაზე 100-მდე დარეგისტრირებული სტარტაპიდან, შერჩეულ 10-ს მიეცა შესაძლებლობა შეხვედროდნენ ინვესტორებს პირისპირ და შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ

  • Lingwing - უცხო ენების შესასწავლი ონლაინ პლატფორმა. აპლიკაციის შემქმნელები აცხადებენ, რომ აპლიკაციის ერთი საათის განმავლობაში გამოყენების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია უცხო ენაზე მარტივი წინადადებებით საუბარი.
  • Echo - სტარტაპი, რომელმაც შექმნა ტექნოლოგიური გადაწყვეტილება სმენადაქვეითებული ადამიანების კომუნიკაციისთვის. 466 მილიონიანი სეგმენტისთვის, გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას საგანმანათლებლო თუ სხვა მიზნებისთვის.
  • Gymstinct - სტარტაპი, რომელმაც შექმნა ფიტნეს ტექნოლოგია და თანამედროვე ინტელექტუალური თუ ციფრული შესაძლებლობებით ამდიდრებს მომხარებელთა გამოცდილებას.
  • Influence Georgiaმონაცემებზე დაფუძნებული ინფლუენსერ მარკეტინგის კომპანია, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან ადამიანებს დააკავშირებს მათ ბიზნესთან.
  • Deep Whale Search (DWS)სტარტაპი, რომელმაც შეიმუშავა ინსტრუმენტი კრიპტო ტრეიდერებისთვის და ანალიტიკაზე მომუშავე კომპანიებისთვის. კომპანიას აქვს ალგორითმი რომელიც ეძებს ყველაზე პოპულარ ბლოკჩეინს, ტრანზაქციებს და ქმნის სისტემის ბაზას.
  • My Doc - სტარტაპი, დაფუძნებული ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაზე, რომელიც აერთიანებს საკომუნიკაციო სისტემებს და სამედიცინო გამოცდილებას.
  • B2C - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ელექტრონული კომერციის პლატრორმა, რომელიც 5 წუთში გამზადებულ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს.  
  • Mostatსტარტაპი, რომელიც აწარმოებს ჭკვიან გადაწყვეტილებას გათბობის სისტემების განრიგის ოპტიმიზაციისთვის.
  • Skitty NFC სტარტაპი, რომელმაც შექმნა დროებითი ტატუ, რათა საშუალება მისცეს მფლობელს გადაიხადოს POS ტერმინალებზე, მასში ჩაწეროს სხვადასხვა ორგანიზაციის საშვი თუ აბონემენტი.
  • Optio AI - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირადი ფინანსური მრჩეველი, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ჩათბოტების საფუძველზე ასრულებს პირადი ასისტენტის როლს და ბუნებრივი ინტერაქციის წყალობით ამარტივებს ფინანსების მართვის პროცესს.

გლობალური სტარტაპ ფონდის პირველ სესიაზე, ქართულმა სტარტაპ კომპანიამ INFLUENCE GEORGIA-მ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ებრაელი ინვესტორის, დავიდ ზერასგან მიიღო და შედეგად, 1 300 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.   

გლობალური სტარტაპ ფონდის მეორე სესის ფარგლებში ფონდის ინვესტორების მიერ, შერჩეული სტარტაპების შესახებ:

  • Phubber App - “ფაბერი” – ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის
ფაბერი არის ციფრული პლატფორმა, მარკეტფლეისი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს სასურველი  ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები.  Phubber-ის აპლიკაციის მიზანია, მომხმარებელმა დიდი თანხა არ გადაიხადოს სამოსში და ის იძლევა საშუალებას გაყიდოთ არასასურველი ან გამოუყენებლი ნივთები, მიიღოთ დამატებითი შემოსავალი და იყიდოთ, აღმოაჩინოთ თქვენთვის სასურველი.

  • Lingwing.com - უცხო ენების შესასაწავლი ინტერაქტიული აპლიკაცია
Lingwing.com-ის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს აითვისონ უცხო ენა ევროკავშირის ენის ფლობის სტანდარტების შესაბამისად და ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. Lingwing-ზე სწავლა თავიდანვე პტაქტიკით იწყება - წერით ან საუბრით. დამწყებსაც კი, უცხო ენაზე ამეტყველება დაახლოებით ერთ თვეში შეუძლია.

Lingwing.com-ზე 170 000 მომხმარებელია დარეგისტრირებული და 250%-იანი ყოველწლიური ზრდა აქვს. ამ წელიდან კომპანია 4 ახალ უცხოურ ბაზარზე შესვლას აპირებს.
 
  • Biliki App - უფასო, პერსონალიზებული მოგზაურობის გზამკვლევი აპლიკაცია
საქართველოს ტურისტული მარშუტების აპლიკაციაა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მოგზაურობა გახდეს დაუვიწყარი. აპლიკაციის გამოსაყენებლად, საჭიროა ანგარიშის შექმნა. შემდეგ, შესაძლებელია პერსონალური ინტერესების მონიშვნა - იქნება ეს ქალაქის ტური, კულტურული, შოპინგ, OFF-ROAD, ღვინის ტური, ღამის ცხოვრებისა თუ საფეხმავლო ტურები. აპლიკაცია იძლევა პირადი ანგარიშის გარეშე გამოყენების შესაძლებლობასაც, თუმცა ამ შემთხვევაში, ბილიკი ვერ გაძლევთ რჩევებს, რაც Biliki App-ის მთავარი იდეაა. თუ ადამიანს არ აქვს გადაწყვეტილი, რა სახის ტურითაა დაინტერესებული, აპლიკაცია თავად სთავაზობს ალტერნატივების ჩამონათვალს. ტურის არჩევის შემდეგ, შესაძლებელი ხდება ყველა ინფორმაციის ნახვა - მარშუტის რუკა, ამინდი, საჭირო დრო და მანძილი, ინფორმაცია ადგილის შესახებ, მანქანის დაქირავების შესაძლებლობა, ბანკომატები, გაზგასამართი სადგურები, ყველა საჭირო დანიშნულების წერტილი და რჩევები იმის შესახებ, თუ რისი წაღებაა სასურველი კონკრეტულ ტურზე.
 
Anima Chatbotics აერთიანებს ანტრეპრენერებს, პროგრამისტებსა და ნარატივ დიზაინერებს ერთი მიზნის ქვეშ- შეიქმნას ცოცხალი და თავისი “სულის” მქონე ციფრული ასისტენტები, ე.წ. “ჩეთბოტები”. აქედან გამომდინარეობს დასახელებაც: Chatbotics - პროგრამული კოდის, ალგორითმების და ავატარების შექმნის ხელოვნებაა, ტექნიკური მხარე, “Anima” კი ლათინურად სულს ნიშნავს. ტექნიკურად კარგად გამართული ციფრული თანამშრომელი, რომელსაც ამბის თხრობა შეუძლია და მდიდარი ლექსიკონი აქვს - მოსაუბრეების გადმოსახედიდან თითქოს “სულს” იძენს. მოცემულ ეტაპზე Anima Chatbotics მუშაობს ბევრ სხვადასხვა ტიპის პროექტზე, მათ შორის: 1 - ქალაქის ჩეთბოტი, 2 - გარდაცვლილი ადამიანების აციფრულების არქიტექტურა და 3 - მზა ციფრული ასისტენტები, რომელთაც გარკვეული საბაზისო ცოდნა გააჩნიათ ამა თუ იმ ინდუსტრიასთან დაკავშირებით და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია დაიქირავოს მსგავსი თანამშრომელი.
 
  • New Technologies and Innovation Group LLC (Best Offer)
BEST OFFER ინოვაციური პროექტი, რომელსაც არ ყავს ანალოგი არც ქართულ და არც მსოფლიო ბაზარზე. Best Offer ამარტივებს სავაჭრო ურთიერთობებს და დისტანციური მომსახურებით მყიდველს საშუალებას აძლევს მიიღოს საუკეთესო შეთავაზება სასურველ პროქტზე/სერვისზე. ამავდროულად კომპანია ეხმარება გამყიდველს სწორად გამოიყენოს თავისი კონკურენტული უპირატესობები იმისთვის, რომ მოახერხოს კლიენტან დაკავშრება მინიმალური შესაძლებელი ღირებულებით.
BEST OFFER-ის მიზანია დააკავშიროს დაინტერესებული მხარეები (მყიდველი და გამყიდველი) მარტივი და მოქნილი გზით. კომპანია უზრულვეყოფს, რომ გამყიდველმა დაამყაროს ურთიერთობა უშუალოდ მყიდველთან, რომელიც დაინტერესებულია კონკრეტული პროდუქტით/სერვისით და ამავდროულად ეფექტურად წარმოაჩინოს კონკურენტული უპირატესობები.


  • Villam
Villam - აერთიანებს აპლიკაციასა და მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ფერმის ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგი. ჩვენი მიზანია შევამციროთ დაავადების დადგენის დრო და ამ მხრივ გავუმარტივოთ ფერმერს სამუშაო პროცესი.
 
ბეჭდვა