საქართველო კოსმოსის ათვისების გლობალურ პროექტში
NASA-ს  და HP-ის ინციატივით დაიწყო უპრეცედნეტო ახალი ეტაპი კოსმოსის  გლობალური ათვისების მიზნით. პროექტში სრული წარმომადგენლის სტატუსით მონაწილეობს ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტი.

NASA  - წარმოადგენს ამერიკის სამთავრობო სტრუქტურას, რომელიც ანხორციელებს საერთაშორისო კოსმოსურ პროგრამას. გლობალური პროექტი გულისხმობს კოსმოსის ათვისებას, ტექნიკური და ტექნოლოგიური საკითხების გადაჭრას, რომელშიც მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად ჩართულები არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალისტები და სტუდენტები.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სპეციალსიტებმა უკვე გაიარეს მოსამზადებელი კურსი პროექტის ტექნიკური დეტალების და გადასაჭრელი ამოცანების შესახებ. პროექტის მიხედვით განხორციელდება მარსის ათვისების წინასწარი საპროექტო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს მარსზე 1 მილიონ ადამიანზე გათვლილი ერთიანი ინფრატრუქტურის შექმნის კონცეფციას.

HP-ის დახმარებით უნივერსიტეტში დაწყებულია ტექნიკური სივრცეების მომზადება საიდანაც ხორციელდება საპროექტო სამუშაოები. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტში ჩართვის წინაპირობა გახდა ვირტუალური რეალობის მიმართულებით უნივერსიტეტის მხრიდან უკვე განხორციელებული სამუშაოები და მისი განვითარებისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პირველი ოფიციალური პარტნიორია, რომელმაც რეგიონიდან მონაწილეობა მიიღო კოსმოსის ათვისების გლობალურ პროგრამაში.