#SHAREGEORGIA - გახდი საქართველოს ციფრული ელჩი


#shareGeorgia

 ქვემოთ მოცემულია  ღირსშესანიშნაობების მცირედი ჩამონათვალი, რომელიც  მსოფლიოს ციფრულ სამყაროში „ვირუსულად“ გავრცელდა.

  • პირველი ევროპელები;
  • კოლხური ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები;
  • მეღვინეობის კულტურის ამსახველი უძველესი არტეფაქტები;
  • ქართველ მეფეთა და დიდგვაროვანთა მემორიალური ნივთები;
  • XIX-XX სს. ქართული მხატვრობის შედევრები;
  • ტურისტული დესტინაციები. 

,,გახდი საქართველოს ციფრული ელჩი’’ -  არის სოციალური კამპანია,  რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიის, გეოგრაფიული მრავალფეროვნების და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის ციფრულ მედიაში „ვირუსულად“ გავრცელებას გულისხმობს.

 
პროექტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ახორციელებდა.  #shareGeorgia-ს კამპანიაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა. 

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა სოციალური მედიის მომხმარებელს შეეძლო გაეზიარებინა უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პოსტები ან  შექმნა საკუთარი  პოსტერი ჰეშთეგით #ShareGeorgia.