IT აკადემია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რეგიონის ტექნოლოგიური ჰაბი გახდა - 30-ზე მეტ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო. მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიის გახსნაზე დასასწრებად საქართველოში ამ კომპანიების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. სასწავლო ლაბორატორიაში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, რომლებიც   გამოყენება სასწავლო პროცესში. პროექტს უძღვებოდნენ წამყვანი უცხოელი და ქართველი სპეციალისტები.
 
მაღალტექნოლოგიური სასწავლო ლაბორატორიის გახსნის გარდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფუნქციონირებს  ვირტუალური რეალობისა და ბლოკჩეინის ლაბორატორიები. ასევე, გაიხსნა  Hewlett Packard Enterprise-ის ლაბორატორია.

აიტი აკადემიაში სასერტიფიკატო კურსების სწავლება მიმდინარეობდა Softlline Georgia-სთან, MUK-თან და სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ ორგანიზაციებთან პარტნიორობით. აიტი აკადემიაში ყველა სასწავლო კურსები ოფიციალური გახლდათ, ხოლო სწავლებაში ჩართული ტრენერები სერთიფიცირებულები იყვნენ.