BTU მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
უფასო კურსები და გადამზადების პროგრამები მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის

BTU სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებს საჩუქრად კურსებს, ტრენინგებს და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას სთავაზობს.

მასში მონაწილეობა უფასოა და ხელმისაწვდომია ყველასთვის.


BTU-ში MBA-ზე ჩასაბარებელი გასაუბრებისთვის მოსამზადებელი შეხვედრა - 20 ივლისი 15:00 საათი

გაიარე რეგისტრაცია ბმულზე

BTU-ში DevOps-ის პროგრამაზე ჩასაბარებელი შიდა სპეციალობის გამოცდისთვის ტრენინგი - 20 ივლისი 17:00 საათი

გაიარე რეგისტრაცია ბმულზე

საერთო სამაგისტრო გამოცდის მოსამზადებელი ტრენინგი - 23 ივლისი 12:00 საათი

გაიარე რეგისტრაცია ბმულზე

ინგლისური ენის მოსამზადებელი შიდა გამოცდის ტრენინგი

გაიარე რეგისტრაცია ბმულზე

ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები;

ინფორმაციული სისტემების მართვა - DevOps. 

ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში (MBA in Management)
პროგრამის მოცულობა: 120  კრედიტი (ECTS)
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული



ინფორმაციული სისტემების მართვა - DevOps 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: ინფორმაციული სისტემების მაგისტრი (Master of Information Systems)
პროგრამის მოცულობა: 120  კრედიტი (ECTS)
პროგრამის საფასური: 2950 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული




ბიზნესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:

  1. საერთო სამაგისტო გამოცდა; 
  2. ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B1 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
  3. გასაუბრება სპეციალობაში.

ჩაბარებასთან დაკავშირებული პროცედურები 

ინფორმაციული სისტემების მართვა - DevOps სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:

  1. საერთო სამაგისტო გამოცდა; 
  2. ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
  3. გამოცდა სპეციალობაში.