საერთაშორისო ურთიერთობები


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიზანია უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში წარდგენა და მისი, როგორც რეგიონში წარმატებული ტექნოლოგიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, როლის გაძლიერება. ამ ყოველივეს უზრუნველყოფა ხდება სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში ჩართულობით, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში სტუდენტებისა და პერსონალის მონაწილეობით, საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობებით, ერთობილი კვლევების წარმოებით და საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელებში გაერთიანებით.


ჩვენი კომპეტენციაა:

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის შემუშავება;
  • საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობა;
  • საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება–გავრცელება;
  • სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უცხოური პარტნიორი ქვეყნების განსაზღვრა;
  • სტრატეგიული ქვეყნებიდან პარტნიორი უნივერსიტეტების მოძიება;
  • ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობა;
  • სტრატეგიულ პარტნიორებთან გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობების ამოქმედება;
  • სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მომსახურება, რჩევა–რეკომენდაციის გაწევა საზღვარგარეთ მოკლევადიან მობილობებთან დაკავშირებით;
  • ფართომასშტაბიანი საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამებზე დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით;
  • ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების მოძიება;
  • ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის დაფინანსების მოსაპოვებელი განაცხადების/პროექტების მომზადება;
  • ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში არსებული სტიპენდიების მოსაპოვებელი კონკურსების კოორდინირება სტუდენტებისა და პერსონალისთვის;
  • უცხოელი სტუდენტებისა და პერსონალის მომსახურება სხვადასხვა სქემების ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასწავლო და კვლევითი ვიზიტების განსახორციელებლად;
  • ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტების (CBHE) კოორდინირება


სიახლეები - გაცვლითი პროგრამები, სტიპენდიები, საზაფხულო სკოლები

საერთაშორისო თანამშრომლობა

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამები

ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტები

გაცვლითი პროგრამები - ორმხრივი თანამშრომლობა

გაცვლითი პროგრამები - ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობები

იხილეთ გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტების პროფილები


საკონტაქტო ინფორმაცია:

ზოგადი ინფორმაცია: international@btu.edu.ge
ორმხრივი თანამშრომლობა: international@btu.edu.ge
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობა, ინსტიტუციური განვითარების პროექტები: erasmusplus@btu.edu.ge



ინდივიდუალური
საკონსულტაციო საათები სტუდენტებისთვის:

ორშაბათი: 15:00-17:00
სამშაბათი: 11:00-13:00
ხუთშაბათი: 11:00-13:00
პარასკევი: 15:00-17:00